ლევან ნიკოლეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები რომ არ ჰქონოდათ!

„ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ!“ – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ს“ საამაყო არაფერი აქვს და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი შემოქმედი მონანიების ნაცვლად პრეზიდენტ სგან შეწყალებას ითხოვს.
„ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ! ეს ეკლები კი პარალელურად ძალიან შხამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ ისევ შეგახსენებთ: ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლების ლიდერმა, ავანტიურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წაგებული ომის შემდეგ რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დაკარგული სოფლებისთვის ქვა-ღორღის დარქმევა და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 % სათვის ხინჩით მირთმევა.
ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი ფაქტებით სიმართლეს გვამცნობს, სიმართლე კი ის გახლავთ, რომ „ვარდების რევოლუციას” საამაყო დიდად არაფერი აქვს, მის მთავარ შემოქმედს სააკაშვილს კი ისევ მოსანანიებელი აქვს…თუმცა ამის მაგივრად სალომე ზურაბიშვილს ევედრება შეწყალებას”. – დაწერა ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნების“ წევრები უკვე ვეღარსად გადაადგილდებიან – მათ უნდა ესმოდეთ, რომ მოდის დამატებითი სანქციები და ისინი უარყოფილი იქნებიან, არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ

გრიგოლ გეგელია – ხალხის დემოკრატიულმა ბრძოლამ სტრასბურგში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ, გუშინ ბეჭზე დაენარცხა რუსეთის ფედერაცია და მისი ადგილობრივი ფილიალი „ქართული ოცნება“

ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან – ცრუ დევიზის – „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, დააყენეს რეალობა – „კუდამოძუებული ევროპიდან“