ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს.
“გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მინდა მადლობა გადავუხადო ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე”, – წერს ლევან მგალობლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

აბას არაღჩი – არ მგონია, აშშ-თან მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს – მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა, ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან