ლევან მგალობლიშვილი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ს მერი ბექა ვაჭარაძე და­ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, დევნილთა დასახლებაში დან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
“ჩემი მთავრობის თავმჯდომარეობის ფორმატში პირველად ვესტუმრე ფოთს და დელეგატთან, ბატონ გიორგი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შევხვდი. ძალიან თბილი მიღება იყო და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ასევე მადლობა მინდა, გადავუხადო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად გვერდში დგომისთვის”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს