ლევან მგალობლიშვილი – ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,- ასე გამოეხმაურა ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წლის გასვლას სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა.
„დღეს 25 თებერვალია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ჩვენ ვიხსენებთ საქართველოს ერთიანობისთვის თავდადებულ გმირებს – იუნკერებს, რომელთა თავგანწირვა ფასდაუდებელია და რომელთა სახელებიც სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. სწორედ ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, რათა არასდროს მოხდეს ჩვენი გმირი წინაპრების ღვაწლის დავიწყება.
ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას.
ოკუპაციის თემა დღესაც კვლავ აქტუალურია. ისევე როგორც ასი წლის წინ, ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა ქვეყნის დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ერთიან საქართველოში ყველა ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას“,- წერს ლევან მგალობლიშვილი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს, ს წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი ს გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!