ლევან მგალობლიშვილი გადადგა

ლევან მგალობლიშვილმა ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება. მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“, — წერს მგალობლიშვილი.
მედიაში ჯერ კიდევ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა და მას თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ზურაბ ჩიკვილაძე შეცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

კახა კალაძე – ისედაც ვიცოდით, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე – აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო შინაარსი და მთავარი მიზანი ან შიმშილობის დაწყების, ან შეწყვეტის