ლევან მახაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ამხილა მთელი ის სისტემა, რომელიც ორიენტირებული იყო არასასურველი აზრის ბლოკირებაზე და არასასურველი ხელისუფლებების ამოყირავებაზე, ვხედავთ, რომ ეს ფუნქცია გადაიბარა რამდენიმე სახელმწიფომ

მიუხედავად იმისა, რომ -მა ამხილა მთელი ის სისტემა, რომელიც ორიენტირებული იყო არასასურველი აზრის ბლოკირებაზე და არასასურველი ხელისუფლებების ამოყირავებაზე, ვხედავთ, რომ ეს ფუნქცია გადაიბარა რამდენიმე სახელმწიფომ, რომლის მმართველობაშიც არიან ის ძალები, რომლებიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან ერთად მთელს ამ ქსელში იყვნენ ჩართულნი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „საქართველოსთან დამოკიდებულება ერთგვარი ტესტი იქნება რამდენად შეძლო აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ე.წ დიფსთეითის დამარცხება“.
„იმის მიუხედავად, რომ აშშ-მა ამხილა მთელი ის ქსელი, სისტემა, რომელიც ორიენტირებული იყო მათთვის არასასურველი აზრის ბლოკირებაზე და არასასურველი ხელისუფლებების ამოყირავებაზე, ვხედავთ, რომ ეს ფუნქცია გადაიბარა რამდენიმე სახელმწიფომ, რომლის მმართველობაშიც არიან ის ძალები, რომლებიც თავის დროზე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან ერთად მთელს ამ ქსელში იყვნენ ჩართულნი. წინა ხაზზე, როგორც ჩანს, დღეს არიან ის ძალები, რომლებიც არიან ბალტიისპირეთის, პოლონეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. ისინი აგრძელებენ ამ პროცესს. ერთი რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება იქნება ერთგვარი ტესტი და რეალურად გამოჩნდება აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ რამდენად შეძლო ამ ქსელის, ე.წ დიფსთეითის ქსელის ამოძირკვა და მათი დამარცხება. ჩვენ დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. არაფერ ახალს არ ვაკეთებთ იმ გაგებით, რომ მთავარი ორიენტირი საქართველოს მოსახლეობის, ქვეყნის ეროვნული ინტერესით მოძრაობაა. თუ ამ პროცესში აშშ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ გაჰყვნენ საქართველოს, ჩვენ დიდი სიამოვნებით აღვადგენთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობას, რაც გვქონდა. თუმცა კიდევ ერთხელ, ეს იქნება ერთგვარი ტესტი“, – განაცხადა მახაშვილმა.
გარდა ამისა, მახაშვილმა უპასუხა კითხვას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ეს არის პასუხი და მხილება იმ ტყუილში, რასაც ის სახელმწიფოს სწამებდა“.
„ეს არის ყველაფერზე პასუხი. პასუხი იმ ცილისწამებაზე, რაც ამ ადამიანს და მის გუნდს რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდათ, რომ ვითომ, საქართველომ რაიმე არასწორი გააკეთა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ის, რომ მან გადაიხადა ეს თანხა, არის პასუხი და მხილება იმ ტყუილში, ცილისწამებაში, რასაც ის სწამებდა სახელმწიფოს. საბოლოოდ, დრო არის ხოლმე ყველაფრის პასუხი. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან თაღლითები, მატყუარები და ამ წლების განმავლობაში არ აკეთებდნენ არაფერს, გარდა იმისა, რომ საზოგადოებასაც და მათ უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებდნენ. ამასთან, საქართველოსა და ხელისუფლების რეპუტაციასაც ლახავდნენ. ეს არის ერთგვარი თვითაღიარება იმის, რასაც ისინი ბოლო წლებში აკეთებდნენ“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს