ლევან მაჭავარიანი – ევროკავშირი რაღაც საბაბებს ეძებს, რომ უკაცრავად და შეხვედრაზე უარი „გააპრაონ“ – ეს უარი პირდაპირი ლუსტრირებაა იმისი, რომ ევროკავშირი არ არის მზად დაგვიჯდეს და ფაქტებით და არგუმენტებით გავიაროთ მათი ბრალდებები

ეს არის პირდაპირი ლუსტრირება იმისა, რომ ევროკავშირს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევას აბრალებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ბრიუსელის უარი პირდაპირი ლუსტრირებაა იმისა, რომ ევროკავშირი არ არის მზად ფაქტებით და არგუმენტებით გაიარონ „ბრალდებები“, რადგან „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხი გააჩნია.
„ეს შეხვედრა დაორგანიზებული იყო დაახლოებით ექვსი თვის წინ, რამდენიმე კვირის წინ ამ შეხვედრის თარიღი ჩაინიშნა და ჩვენი დელეგაცია მიდიოდა ფაქტებით და არგუმენტებით მომზადებულ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა საკითხი გაევლოთ, რაც იმ პრეტენზიებს უკავშირდება, რომელიც ევროკავშირიდან მოდის. რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირმა ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა და რაღაც საბაბებს ეძებენ იმისთვის, რომ უკაცრავად და „გააპრაონ“ ეს უარი. ეს უარი პირდაპირი ლუსტრირებაა იმისი, რომ ევროკავშირი არ არის მზად დაგვიჯდეს და ფაქტებით და არგუმენტებით გავიაროთ მათი ბრალდებები, რადგან “ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ყველაფერზე არგუმენტირებული პასუხი გააჩნია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ამავე თემაზე საუბრისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ბრიუსელმა იმიტომ გააუქმა, რომ დელეგაციის არგუმენტები ყველასთვის დასტური იქნებოდა, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში რომ ჩასულიყო, ძალიან კარგი იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელიც შეიძლება რაღაცაზე „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდეს, ცხადი გახდებოდა, რომ ის არგუმენტები, რომელსაც ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდნენ, ფაქტებზე და არგუმენტებზე იქნებოდა დაყრდნობილო. სწორედ აქედან გამომდინარე ჩაშალეს მათ სპეციალურად ეს შეხვედრა და საბაბებს ეძებენ, რომელზეც ოფიციალური განცხადებაც არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენ რაღაცას გადავალაგებდით, ეს მიზეზი რომ მოეყვანათ. მაგრამ მათ შეხვედრა ჩაშალეს, რადგან პასუხები არ გააჩნიათ და ჩვენი არგუმენტები უკვე ყველასთვის დასტური იქნებოდა, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი პროცესზე – აქ რა მინდა, არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია – ცოტნე მირცხულავასა და ლუკა ჭოხონელიძის დაკავების კადრებს ვიღებდი, როცა გავიგონე ლაშა სალუქვაძის წამოძახილი: „ეგეც მიაყოლეთო“