ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში

ლევან მაჭავარიანი ალეკო ელისაშვილის განცადებაზე: წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში
თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმდჯომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის და ირაკლი კუპრაძის განცხადებები, რომელთაგან ერთი კუპრაძის მერობის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურების გაფიცვას აანონსებს, ხოლო მეორე – ყოველ საღამოს სანქცირებული აქციების მოწყობას, საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს, რათა ცხადი გახდეს, თუ ვისთან აქვთ საქმე.
“ელისაშვილის სიტყვებია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არის, რომ ბატონი კუპრაძე თურმე იმიტომ უნდა გახდეს თბილისის მერი, რომლის თეორიულად შანსი არ არსებობს, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ კუპრაძე არის თბილისის მერი, ე.ი. აპირებს, რომ თავისი პარტაქტივით ჩაანაცვლოს მერიის თანამშრომლები და მეორე დღესვე გაფიცვა მოაწყოს ყველა სამსახურში. თბილისის მოსახლეობას პირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდებაო, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, გაიფიცება მთელი მუნიციპალური სამსახურები, აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად მე რომ ამირჩევთ, სანქცირებული აქციები მოეწყობა ყოველ საღამოს ქუჩაშიო. ე.ი. მე რომ მერად ამირჩევთ, ყოველ დღე იქნება აქციები და მერიის არც ერთი სამსახური არ იმუშავებსო – წარმოიდგინეთ ვისთან გვაქვს საქმე, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა შეაფასონ, ” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში