ლევან მარგიანი: ეს ხალხი დისიდენტები იყვნენ, სხვაგარად მოაზროვნეები. აკაცუკებიც დისიდენტებია. ვერც მაგათ გააჩერებ… 2026 წელს თქვენ გაგიმარჯოთ კარგო ქართველობო! რატომღაც აკაცუკები რო დაგარქვეს

მხატვარი, ლევან მარგიანი:

წლის ბოლო პოსტი აკაცუკებს ეკუთვნით.
ვფიქრობ ეს ხალხი ახალი მოვლენაა წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელსაც პირობითად მასობრივი დისიდენტური მოძრაობა შეიძლება დავარქვათ. მახსენდება 1968 წელს წითელ მოედანზე რამდენიმე ადამიანმა გაბედა “პრაღის გაზაფხულის” მხარდაჭერის დემონსტრირება. მაშინვე დააკავეს ცხადია, და ცხადია იმ ხალხმაც იცოდა რომ მაშინვე დააკავებდნენ, რომ გამარჯვების არავითარი შანსი არ ქონდათ, და მაინც გამოვიდნენ.სინდისმა არ დატოვა სახლში. ეს ხალხი დისიდენტები იყვნენ, სხვაგარად მოაზროვნეები.
აკაცუკებიც დისიდენტებია. ვერც მაგათ გააჩერებ, დაპატიმრების გარდა ვერაფრით. ოღნდ მათი რიცხვი არც ათეულია და არც ასეული. არ დამითვლია, მაგრამ რასაც ვუყურებ, ორი სამი ათასი დისიდენტი უნდა იყოს, ამათი ყველას დაკავება ასეთი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენელი ძალადობის დემონსტრირება იქნება, არა და ესენი გამჩერებელი ხალხი არაა.ვერც მოისყიდიან, სრულად უანგარო ხალხია. ვერც კომპრომატებით დააშინებენ, პრაქტიკულად უსუფთავესი ხალხია, და ძაან უნდა ეძებო რომ რამე გამოუჩხრიკო ან ძაან უნდა შეთითხნო.
მაგრამ ყველას მიმართებით ეგ წარმოუდგენელია. ფიზიკური ანგარიწორების შიშითაც ვერ გააჩერებ, სხვა ჩამოსხმაა, იდეალისტების.
თან ბევრი საკუთარი საქმის ისეთი პროფესიონალია რომ დამსახურებული სახელი ამით მოიხვეჭეს. ასევე არიან სრულიად უბრალო პროფესიების წარმომადგენლებიც, არიან უმუშევრებიც,პენსიონერები, უნარშეზღუდულები, ახალგაზრდები,ძველგაზრდები, უბინაოები და საკმაოდ შეძლებულები, მრავალშვილიანი თუ მარტოხელა ქალბატონები, ყოფილი ძალივანები და სპორტსმენები..ყველა სოცალური ფენის წამომადგენელს ნახავთ აკაცუკებს შორის. რასაც ვერ ნახავთ ეგაა ანგარების გამო იქ დამდაგრი ხალხი, აი დიფ სტეითი რო ასოც ევროს ურიცხავს.
ამ წერილს არ აქვს ანალიტიკურობის პრეტენზია, უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილება რუსთაველის აქციების ხალხზე გაგიზიარეთ. ასე თუ ისე ხშირად დავიარები რუსთაველზე, ბევრი ჩემი ძველი მეგობარი თურმე ნაღდი აკაცუკია, და უფრო ბევრი აკაცუკი იქ გავიცანი და დავმეგობრდით. წერილის ბოლო კი სადღეგრძელოც მოსულა. ქართული იდენტობის ერთი თემათაგანია, ბოლობოლო და არ მინდა დავკარგო))
ჰოდა ამ ახალ 2026 წელს თქვენ გაგიმარჯოთ კარგო ქართველობო! რატომღაც აკაცუკები რო დაგარქვეს)) .