მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, მალე ზაფხული მიილევა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დღემდეც ბევრი დრო აღარ დარჩება. ჯერაც საკმაოდ ცხელ დღეებში ადგილობრივი ორგანოების არჩევნებზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.
ოპოზიციის ნაწილს თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ „არათანაბარ პოლიტიკურ ბრძოლაში უწევს, მონაწილეობა“, მაგრამ მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას იღებს.
ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობის თემაზე კამათმა, როგორც იქნა ჩაირა, თუმცა, ამ თემაზე ურთიერთშეურაცხყოფები გრძელდება.
მმართველი „ქართული ოცნება“ იმათაც „ნაციონალებად“ მოიხსენიებს ვინც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და იმათაც, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ანუ „ლელოს“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
ხელისუფლება კარგა ხანია მთელ ოპოზიციური ფლანგს „აგენტებად“ მოიხსენიებს. ამგვარ ბრალდებებს ოპოზიციაც უპასუხოდ არ ტოვებს და ისიც ხელისუფლებას კარგა ხანია „რუსის მონებად“ მოიხსენიებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში თვითმმართველობის ორგანოები პრაქტიკულად ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებაა და ყველა რეგიონული და რაიონული პრობლემები არა ადგილებზე, არამედ თბილისში წყდება, გაუგებარია რატომ ენიჭება ხელისუფლების მხრიდან ასეთი დიდი მნიშვნელობა 4 ოქტობრის არჩევნებს. ერთპარტიული, ცენტრზე დამოკიდებული მმართველობა ისედაც გვაქვს.
სავარაუდოდ, რა თავისებურებებით ხასითდება 2025 წლის 4 ოქტობრის ადგილობრივი არჩევნები?
– ჩვენ ხშირად გვისაუბრია ელექტორალური ავტორიტარიზმის შესახებ. ეს არის მმართველობის ფორმა, რომელიც გამორიცხავს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის მეტ-ნაკლებად სამართლიან ჭიდილს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლეს სტანდარტს, სხვა დემოკრატიული წესებისა თუ ინსტიტუტების არსებობას, მაგრამ ამგვარი ავტორიტარიზმის პირობებში მუდმივად, პერიოდულად მაინც ტარდება ხოლმე კენჭისყრები.
მოძალადე ლიდერებს, ერთპიროვნულ მმართველებს, მათ კლანებს არჩევნების ორგანიზებით სურთ, რომ მთელს მსოფლიოს უთხრან – ჩვენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოვადგენთ. ჩვენ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს. ელექტორალური ავტორიტარიზმის გარემოში არჩევნები ერთგვარ გაყალბებულ პლებისციტს ემსგავსება, სადაც მოქალაქეებს უწევთ პასუხი გასცენ კითხვას – ჯერ კიდევ შერჩა თუ არა ანტიდემოკრატიულად მართვის რესურსი სახელისუფლებო ძალას?
თუ მმართველი პარტია ახერხებს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერთა მობილიზებას, თუნდაც უსამართლო და უკანონო მეთოდებით, მაშასადამე, ქვეყნის სათავეში მოკალათებულ კლანს ჯერ კიდევ შეუძლია ბერკეტების შენარჩუნება. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ელექტორალურ ავტორიტარიზმად აქცია. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცდება ლეგიტიმაციის მოპოვების მიზნით მაინც დარაზმოს მხარდამჭერები და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ მასები მის მხარეზე არიან.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ელექტორალურ ავტორიტარიზმად აქცია. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცდება ლეგიტიმაციის მოპოვების მიზნით მაინც დარაზმოს მხარდამჭერები და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ მასები მის მხარეზე არიან
4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი თავისებურება იქნება კონკურენციის დაბალი ხარისხი. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წარმოქმნილი ძალები უარს ამბობენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ალბათ, ბევრ ამომრჩეველს უკონკურენტო, უსამართლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოცხადება დაეზარება, რაც, ბუნებრივია, დაბალი აქტივობის წინაპირობა გახდება. როდესაც ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მის მონაწილეობას აზრი არ აქვს, ის შინ რჩება.
აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების მიმართ სკეპტიციზმი, ბოიკოტი, პარტიული კონკურენციის დაბალი ხარისხი, კანდიდატების ნომინირების პრობლემასაც წარმოქმნის. ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ მთელს ქვეყანაში ათასობით კანდიდატის წარდგენა. მივიღებთ ოლქებს, სადაც სიმბოლური წინააღმდეგობაც კი არ შეხვდება ხელისუფლებას.
არჩევნების მიმართ სკეპტიციზმი, ბოიკოტი, პარტიული კონკურენციის დაბალი ხარისხი, კანდიდატების ნომინირების პრობლემასაც წარმოქმნის. ოპოზიციურ პარტიებს გაუჭირდებათ მთელს ქვეყანაში ათასობით კანდიდატის წარდგენა. მივიღებთ ოლქებს, სადაც სიმბოლური წინააღმდეგობაც კი არ შეხვდება ხელისუფლებას
მგონი, საქართველოს მეორე რესპუბლიკის ისტორიაში პირველ არჩევნებს ვატარებთ, სადაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ოფიციალურად არ იქნებიან მოწვეულნი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აქამდე ჩატარებულ ყველა მუნიციპალურ კენჭისყრაზეც კი მთავრობა თავად უხმობდა ხოლმე დასავლურ მისიებს პროცესების მონიტორინგისთვის.
საქართველოს მეორე რესპუბლიკის ისტორიაში პირველ არჩევნებს ვატარებთ, სადაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ოფიციალურად არ იქნებიან მოწვეულნი
– მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ვხედავთ, რომ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე უარი აქვს ნათქვამი. რასაც ევროპელები გვსაყვედურობენ, მაგრამ 3-4 დღეა ხელისუფლებისგან დაახლოებით ამგვარი პროპაგანდისტულ გზავნილი გვესმის – გამოსწორდეს ევროპა და საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საინტერესოა, თუ „ევროპა არ გამოსწორდა“, მაინც განაცხადებს საქართველო, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა?
ბევრ სხვა საკითხს რომ თავი დავანებით, რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, ევროპამ გვითხრა კარგი იქნება თუ საარჩევნო კანონმდებლობაში კორექტივებს შეიტანთო, ჩვენ იმდენი ვქენით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან არჩევნებზე დაკვირებაც პრობლემა იქნება, რადგან არჩევნებზე დაკვირვებას აღარც აქვს აზრი.
რადგან საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, ის თავისებურებები, რაზეც ისაუბრეთ და რომლითაც ხასიათდება მოახლოებული არჩევნები, რამდენად თავსებადია ევროპულ პოლიტიკურ და საარჩევნო სტანდარტებთან?
– კანდიდატის სტატუსი მიიღო უკრაინის ომამდელმა საქართველომ. ომამდე პერიოდში დაგროვილი გამოცდილებისა და გატარებული რეფორმების საფუძველზე ცნო ევროგაერთიანებამ ჩვენი პროგრესი.
2022-25 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად მოსპო ყველა ის მიღწევა, რომელიც დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში მოვიპოვეთ. შესაბამისად, დღევანდელ ვითარებაში კანდიდატის სტატუსი წმინდა ფორმალობაა, სახელისუფლებო დაჯგუფებამ მისგან აღარაფერი დატოვა.
ევროკავშირთან დაახლოებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენთვის უკვე ევროსაბჭოს (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 46, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოსგან) წევრობაც კი საოცნებო შეიძლება გახდეს. საპარლამენტო ასამბლეის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა უკვე მოითხოვა საქართველოს დელეგაციის ორგანიზაციიდან გარიცხვა.
ევროპული საარჩევნო სტანდარტი გულისხმობს პლურალიზმს, თამაშის სამართლიან წესებს, მეტ-ნაკლებად თანასწორ შესაძლებლობებს, კონკურენციას, გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ საარჩევნო ადმინისტრაციას, საპოლიციო და საბიუჯეტო რესურსების რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გამოყენების მკაცრად შეზღუდვას. შეგვიძლია ჩამონათვალი კიდევ გავაგრძელოთ.
ევროპული საარჩევნო სტანდარტი გულისხმობს პლურალიზმს, თამაშის სამართლიან წესებს, მეტ-ნაკლებად თანასწორ შესაძლებლობებს, კონკურენციას, გამჭვირვალობას, მიუკერძოებელ საარჩევნო ადმინისტრაციას, საპოლიციო და საბიუჯეტო რესურსების რომელიმე პარტიის სასარგებლოდ გამოყენების მკაცრად შეზღუდვას. შეგვიძლია ჩამონათვალი კიდევ გავაგრძელოთ
საუბედუროდ, დღევანდელ საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შორს არის ევროპული პოლიტიკური და საარჩევნო სტანდარტებისგან. ივანიშვილის მიერ გამოძერწილი სისტემა უფრო მეტად ჰგავს მეოცე საუკუნის მექსიკის მიკრო მოდელს.
1929-2000 წლებში ამ ლათინოამერიკულ ქვეყანას ერთი პარტია მართავდა.
ქვეყანაში არსებობდა ლეგალური ოპოზიცია, ტარდებოდა მრავალპარტიული არჩევნები, მაგრამ მმართველი პარტია მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ინარჩუნებდა პოზიციებს, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ფურცელზე არსებობდა, მოქალაქეები მათი გამოყენებისას რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ.
შესაბამისად, თავს იკავებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისგან, ეშინოდათ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შექმნა და მათი ქოლგის ქვეშ ბრძოლის წამოწყება, ბურთი და მოედანი კი ნებისმიერ კომბინაციით ინსტიტუციურ-რევოლუციურ პარტიას რჩებოდა.
– მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერენ მხარს, ასევე რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს არიან, ამ საკითხებში განსხვავებული პოზიცია აქვს უნგრეთის პრემიერ ორბანს.
უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რითაც, პრაქტიკულად ამ საკითხში კრემლის პოზიციას იზიარებს. ვიცით, რომ ბატონი ორბანი ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკოსია. ხელისუფლების წარმომადგენლებს არა ერთხელ განუცხადებიათ, რომ ბატონი ორბანი ევროკავშირში საქართველოს ლობისტია.
თუ პრემიერი ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, გაუგებარია იგი ევროკავშირში საქართველოს მთავარი ლობისტი როგორღაა?
– ვიქტორ ორბანი „მგზნებარე პოლიტიკური ცხოველია.“ ამასთანავე, გამოირჩევა უპასუხისმგებლობითა და პოლიტიკური პოზიციების მუდმივი ცვალებადობით. წარსულში ლიბერალი იყო, დღეს კონსერვატორია, წლების წინ სოროსის სტიპენდიანტი გახლდათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მისი განათლების დამფინანსებლის მიერ შექმნილი უნივერსიტეტი ქვეყნიდან გააძევა, სააკაშვილის აპოლოგეტი იყო, წლობით მალავდა სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილს, დღეს ღარიბაშვილსა და კობახიძეს ასხამს ხოტბას.
ორბანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა 15 წლის შემდეგაც კი შეძლოს ხელისუფლების კიდევ რამდენიმე ათეული წლით შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სულაც არ არის გასაკვირი.
ორბანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა 15 წლის შემდეგაც კი შეძლოს ხელისუფლების კიდევ რამდენიმე ათეული წლით შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სულაც არ არის გასაკვირი
საქართველოსთან მიმართებით ორბანის მსჯელობისა და კომენტარების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ის მხოლოდ „კონსერვატიული ინტერნაციონალის“ („კონინტერნი“ და არა კომინტერნი) გავლენიანი, მოკავშირეებზე მზრუნველი ლიდერის ნიღაბს ირგებს. უკრაინის საკითხზე კი უნგრელთან ვაჭრობა ყოველთვის შეიძლება. ბრიუსელთან ბრძოლაში ორბანს ხშირად დაუხევია უკან გარკვეული შემოთავაზებების წყალობით.
– მმართველი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს ადგილობრივ არჩევნებს.
გვახსოვს, წინა ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ბევრი დიდი ქალაქი წაგებული ჰქონდა, მაგრამ ამ ქალაქებსა და რაიონებში შემდეგ რაც მოხდა, გვახსოვს და ალბათ ახსოვთ ბათუმისა და ზუგდიდის, და ასევე სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს.
რესურსებისა და ადგილებზე გავლენის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავს, ეს ცხადადაც კი ჩანს, მაგრამ, მაინც გაუგებარია რას ეფუძნება ხელისუფლების მტკიცება რომ 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიგებს და ყველა ქალაქის მერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება.
ვნახეთ თბილისსა და სხვა რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხრიდან პომპეზურად წარდგენილი საკრებულოების დეპუტატები და ქალქის მერები. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ წარდგენებმა?
თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შეიძლება აძლევდეს ხელისუფლებას იმის მტკიცების საშუალებას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიგებს?
– „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსაკუთრებული ფანტაზიით არ გამოირჩევიან. რაიმე ახალსა და ინოვაციურს მათგან არ უნდა ველოდეთ. ხელისუფლებას ძველი, კარგად ნაცადი, უპატიოსნო მეთოდების იმედი აქვს.
„ქართული ოცნების“ ელექტორალური ძლევამოსილება ეფუძნება: პოლიციისა და უშიშროების სამსახურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, კრიმინალურ სუბკულტურასთან ალიანსს, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა ტოტალურ კონტროლსა და დაქვემდებარებას, ბიზნესმენთა მორჩილი კასტის რეკეტს, უბინძურეს და ბნელ პროპაგანდას.
„ქართული ოცნების“ ელექტორალური ძლევამოსილება ეფუძნება: პოლიციისა და უშიშროების სამსახურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, კრიმინალურ სუბკულტურასთან ალიანსს, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა ტოტალურ კონტროლსა და დაქვემდებარებას, ბიზნესმენთა მორჩილი კასტის რეკეტს, უბინძურეს და ბნელ პროპაგანდას
მიმდინარე არჩევნებზე მათ მხოლოდ ერთი პრობლემა ექნებათ. პარტიის ლიდერთა და მოკავშირეთა ნაწილი სანქცირებულია, ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშებიც დაბლოკილია. შესაბამისად, კამპანიისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მობილიზება მთლიანად „ქართული ოცნების“ მდიდართა კასტის წვრილფეხობას დააწვება მხრებზე, რაც მათთვის მძიმე ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს.
– რადგან ამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ თბილისში მოსახლების საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი, ისინი ამბობენ „ქართული ოცნებას“ „თბილისის წართმევისთვის უნდა ვიბრძოლოთო“.
როცა „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერად კახი კალაძე მესამედ წარადგინა, მახსოვს ამ თემეზე სოციალურ ქსელში საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება. სხვები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ თბილისის მერობისთვის კალაძის კუნკურენტის შერჩევა წაროშობით ბევრ ღირსეულ თბილისელს შორისაც შეიძლებოდაო.
თქვენ როგორ შეაფასებდით თბილისის მერად მესამედ კახი კალაძის დასახელებას?
ვითარებაში, როცა მმართველ გუნდს თბილისში კალაძის სასარგებლოდ უზარმაზარი სახელისუფლებო რესურსის მობილიზება შეუძლია, რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის მტკიცება, რომ ისინი ამ არჩევნებზე „ხელისუფლებისთვის თბილისის წასართმევად იბრძოლებენ“?
– თბილისელთათვის კახი კალაძე რამდენიმე ნეგატიურ მოვლენასთან ასოცირდება. ის უმსხვილესი სამშენებლო ბიზნესის ლობისტია და უპირობოდ უჭერს მხარს მათ მეგაპროექტებს. დეველოპერთა შორის მრავლად არიან კალაძის ახლობლები. ამ ლობიზმის შედეგად ქალაქი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, უმშვენიერესი თბილისი დღეს ბეტონის უმახინჯეს სარკოფაგად არის ქცეული, ქაოტურად გაიცემა სამშენებლო ნებართვები.
კალაძესთან დაახლოებულ პირებს შეუძლიათ, პირობითად რომ ვთქვათ, 100 კვადრატულ მეტრზე ოთხსართულიან შენობებს შორის ცათამბრჯენების ჩადგმა. რაც მთავარია, სამშენებლო ბუმის მიუხედავად რიგითი თბილისელებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ნორმალური საცხოვრებელი, ქალაქს არ აქვს საბინაო პოლიტიკა.
კახი კალაძის სახელთან ასოცირდება უამრავი ტყუილიც. მაგალითად, ჯერ კიდევ 2018 წელს გვეუბნებოდნენ, რომ თბილისის მეტროსა და აეროპორტს, თბილისის მეტროსა და რუსთავს მიწისზედა რკინიგზა დააკავშირებდა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა და ერთი აგური არ დაუდიათ ამ საქმის დასაწყებად. ჩვენ კი ყოველდღიურად საკუთარ კანზე ვგრძნობთ სატრანსპორტო კოლაფსის უბედურებებს: საათობით ვდგავართ საცობებში, ვსუნთქვათ ტყვიის შემცველი გამონაბოლქვით გაჟღენთილ ჰაერს და ა.შ.
კალაძეს არაფერი აქვს საერთო ტრადიციული თბილისელის არქეტიპთან. ის უფრო სააკაშვილს ჰგავს, ზედმეტად ემოციურია, ადვილად ფეთქდება, შეუძლია იყოს დაუნდობელი, სასტიკი და არაეთიკური ოპონენტების მიმართ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი მთარგმნელები ხშირად იყენებდნენ ერთ საინტერესო სიტყვას – „ფანფარონი“.
კალაძეს არაფერი აქვს საერთო ტრადიციული თბილისელის არქეტიპთან. ის უფრო სააკაშვილს ჰგავს, ზედმეტად ემოციურია, ადვილად ფეთქდება, შეუძლია იყოს დაუნდობელი, სასტიკი და არაეთიკური ოპონენტების მიმართ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი მთარგმნელები ხშირად იყენებდნენ ერთ საინტერესო სიტყვას – „ფანფარონი“
ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ ბაქია, საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულ, არაჯანსახი ნარცისისტული მიდრეკილების მქონე, საკუთარი სხეულზე შეყვარებულ ადამიანებს. ქალაქის მერს არასნობურ საზოგადოებაში სწორედ ამგვარ პერსონად მიიჩნევენ, რაც გაღარიბებულ, გაჭირვებულ მოსახლეობასა და ფუფუნებაში მცხოვრებ მერს შორის ღრმა, უძირო უფსკრულს წარმოქმნის.
ერთი სიტყვით, კახი კალაძე მესამედ აღარ უნდა წარედგინათ დედაქალაქის მერის პოსტზე, მაგრამ ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა. „ქართულ ოცნებას“ საკადრო შიმშილი აქვს.
არცერთ თავმოყვარე, მაღალი რანგის პროფესიონალს არ სურს თავისი ბედის დაკავშირება რუსეთის ორბიტაზე გადანაცვლებულ, ძალაულებას ჩაბღაუჭებულ, ერთი ადამიანის საბანკო ანგარიშის დაცვაზე ორიენტირებულ, მოძალადე პარტიასთან.
ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის 25 და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერობის 65 კანდიდატი წარადგინა. ჯერ ერთი, ამ ასამდე კანდიდატს შორის მხოლოდ ორია ქალი. მაშასადამე, „ქართული ოცნება“ არ აღიარებს ქართველი ქალების უნიკალურ როლს თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ დარგში. მათთვის ქალები მხოლოდ დაქვემდებარებული, საშინაო საქმის შემსრულებელი, ინკუბატორის ფუნქციის მქონე არსებები არიან, რომლებიც მართვაში არ უნდა მონაწილეობდნენ
ამასთანავე, შევეცადე სათითაოდ გავცნობოდი მთავარი კანდიდატების მიერ განვლილ პოლიტიკურ გზას. შემიძლია გითხრათ, რომ მინის ტარის ქარხანაში დამზადებული იდენტური ბოთლებივით ჰგვანან ისინი ერთმანეთს. ასეთი უფერული, ერთგვაროვანი, ცუდი გაგებით უბრალო მასა „ქართულ ოცნებასაც“ კი არასდროს გამოუყვანია საარჩევნო ბრძოლაში.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის საწინააღმდეგო ბანაკის საერთო სტრატეგიაზე შეჯერების შემთხვევაში, ერთიანი ბრძოლის პირობებში, ალბათ, მაინც შესაძლებელი იყო „ქართული ოცნების“ უფერული, გაცვეთილი შემადგენლობისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება.
ივანიშვილის საწინააღმდეგო ბანაკის საერთო სტრატეგიაზე შეჯერების შემთხვევაში, ერთიანი ბრძოლის პირობებში, ალბათ, მაინც შესაძლებელი იყო „ქართული ოცნების“ უფერული, გაცვეთილი შემადგენლობისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება
– 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ ერთიანი ფრონტით ბრძოლაზე შეთახმდნენ.
მათ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. „ლელომ“ და გახარიას საქართველოსთვის“ ერთიანმა გუნდებმა სხვადასხვა პოზიციებზეც წარადგინეს თავიანთი კანდიდატები.
სავარაუდოდ, რა სასტარტო შესაძლებლობებით ხვდება „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს?
თქვენ როგორ შეაფასებდით ამავე გუნდის მიერ დასახელებულ კანდიდატებსა და გუნდს?
– ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება ერთი მილიარდერის ხელშია თავმოყრილი, სადაც ძალმომრეობა და უკანონობაა გამეფებული, შეუძლებელია ოპოზიციას ხელსაყრელი სასტარტო პირობები ჰქონდეს. პირობებს აუარესებს ისიც, რომ თავად ოპოზიციურ ველზეც საშინლად ტოქსიკური გარემოა ჩამოყალიბებული, პოლიტიკოსები არ ერიდებიან ურთიერთთავდასხმებსა და ერთმანეთის შეურაცხყოფას.
არასახარბიელო სასტარტო პირობების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს რიგი ამოცანების გადაწყვეტა მაინც შეუძლიათ. უპირველეს ყოვლისა, ისინი „ქართულ ოცნებას“ საქმეს გაურთულებენ, ზედმეტ თავისტკივილს გაუჩენენ მმართველ ძალას, კალაძესა და მის გუნდს იოლ გასეირნებას ჩაუშხამებენ. ივანიშვილისა და მის შემადგენლობას დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს, რათა შეცდომებისგან დაიზღვიონ თავი და შთამბეჭდავი გამარჯვებისთვის აუცილებელი რაოდენობის ამომრჩეველი გამოიყვანონ უბნებზე.
ივანიშვილისა და მის შემადგენლობას დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს, რათა შეცდომებისგან დაიზღვიონ თავი და შთამბეჭდავი გამარჯვებისთვის აუცილებელი რაოდენობის ამომრჩეველი გამოიყვანონ უბნებზე
ამასთანავე, პარტიები თავიანთი ინფრასტრუქტურის გადარჩენაზე ზრუნავენ, მუნიციპალური დეპუტატების კორპუსის არსებობის შემთხვევაში დიქტატურას ოდნავ უფრო მეტად გაუჭირდება ოპოზიციური ჯგუფების ბოლომდე მოსპობა, რეჟიმის გამკაცრების კვალდაკვალ იზრდება ყოველი ოპოზიციური მანდატის მნიშვნელობაც, დახურულ სისტემებში ხანდახან ერთ დეპუტატზეა დამოკიდებული ელემენტარული ინფორმაციის მოპოვების ბედიც კი.
ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი გახლავთ ის, რომ პარტიები საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილნი, მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს ესაუბრებიან. არჩევნები ოპოზიციონერებმა მიუმხრობელ სოციალურ ჯგუფებთან ან „ქართული ოცნების“ ტაქტიკურ, რბილ ამომრჩევლებთან საუბრისთვის შეიძლება გამოიყენონ. ამ ტიპის ელექტორატის მომხრობის გარეშე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია.
ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი გახლავთ ის, რომ პარტიები საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილნი, მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს ესაუბრებიან. არჩევნები ოპოზიციონერებმა მიუმხრობელ სოციალურ ჯგუფებთან ან „ქართული ოცნების“ ტაქტიკურ, რბილ ამომრჩევლებთან საუბრისთვის შეიძლება გამოიყენონ. ამ ტიპის ელექტორატის მომხრობის გარეშე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია
თუმცა, „ლელოსა“ და გახარიას ჯგუფის ადგილობრივ კენჭისყრაში მონაწილეობას სხვა ძირითადი მიზანი აქვს. მათ სურთ, მკვეთრად გაემიჯნონ „ნაციმოძრაობის“ წიაღიდან წარმოქმნილ ძალებს, ისინი მოსახლეობას აჩვენებენ, რომ რიტორიკით, მეთოდებითა და მიდგომებით განსხვავდებიან ენმ-სა და მისი განშტოებებისგან. სოციალ-დემოკრატმა სოფო ვერძეულმა აღნიშნა, რომ ამ განსხვავებების გამოკვეთა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შეიძლება სერიოზულ დივიდენდად იქცეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
„ლელოსა“ და გახარიას ჯგუფის ადგილობრივ კენჭისყრაში მონაწილეობას სხვა ძირითადი მიზანი აქვს. მათ სურთ, მკვეთრად გაემიჯნონ „ნაციმოძრაობის“ წიაღიდან წარმოქმნილ ძალებს, ისინი მოსახლეობას აჩვენებენ, რომ რიტორიკით, მეთოდებითა და მიდგომებით განსხვავდებიან ენმ-სა და მისი განშტოებებისგან
რაც შეეხება კანდიდატებს. ალბათ, საქართველოში მე ყველაზე მეტის თქმა შემიძლია ირაკლი კუპრაძის, როგორც საჯარო პირის შესახებ. დაწვრილებით შემიძლია ვისაუბრო მის პოლიტიკურ შეცდომებზე, მაგრამ, ცხადია, ამას არ გავაკეთებ.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც პოლიციელად გარდასახული მოძალადეების მფარველი ნათესავები, მისი ყოფილი პროფესორები აქტიურად ესხმიან თავს ამ ახალგაზრდა კაცს.
ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ იმას შევახსენებდი, რომ ირაკლი კუპრაძე წლების განმავლობაში რიგითი მოქალაქეების გვერდით იდგა და აქტიურად იბრძოდა სოციალური სამართლიანობისთვის.
მე იგი მახსოვს 2012 წელს პატიმრების წამების საწინააღმდეგო აქციებზე, ირაკლი გახლდათ მწვანეთა მოძრაობის წევრი და საქართველოს მაღალმთიან მოსახლეობასთან ერთად იბრძოდა უნიკალური ხეობების გადასარჩენად.
კუპრაძე წარმოუდგენლად აქტიური იყო კულტურული მემკვიდრეობის – საყდრისის უძველესი მაღაროს დაცვის კამპანიაში. მერობის კანდიდატთან ერთად გახლდით თსუ-ის სენატის წევრი, სადაც უნივერსიტეტის დემოკრატიზაციისთვის, განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობისთვის ერთად ვსაქმიანობდით.
ირაკლი კუპრაძე ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანია, შეუძლია რიგით მოქალაქეებთან კომუნიკაცია, მათი უანგარო თანადგომა. მან თავისი პიროვნება თავად შექმნა, არავინ არ ჰყოლია მფარველად. ერთი სიტყვით, ადამიანური თვალსაზრისით, პასუხისმგებლობის შეგრძნებით ასი თავით სჯობს თავის ოპონენტს
მახსენდება კუპრაძის თავდაუზოგავი შრომა სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის კეთილდღეობისთვის, მისი დამსახურებით 2010-იანი წლების მიწურულს მოვახერხეთ გაპარტახებულ კორპუსში ახალი საოჯახო ტექნიკის დამონტაჟება. „აუდიტორია 115“-ის არსებობის პერიოდში, ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით ტყიბულელი, ჭიათურელი, ზესტაფონელი მუშების სოლიდარობის მოძრაობაში. კიდევ მრავალი ფაქტის მოხმობა შემიძლია.
ირაკლი კუპრაძე ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანია, შეუძლია რიგით მოქალაქეებთან კომუნიკაცია, მათი უანგარო თანადგომა. მან თავისი პიროვნება თავად შექმნა, არავინ არ ჰყოლია მფარველად. ერთი სიტყვით, ადამიანური თვალსაზრისით, პასუხისმგებლობის შეგრძნებით ასი თავით სჯობს თავის ოპონენტს.
– რამდენადაც შესაძლებელია ყურადღებით ვადევნებთ თვალს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს.
წლებია სურათი არ იცვლება – სახელისუფლებო არხებზე ოპოზიციის კრიტიკა ისმის მუდმივად. იგივე ხდება ოპოზიციურად განწყობილ არხებზე.
რჩება შთაბეჭდილება რომ რასაც თვალს ვადევნებთ, სულაც არაა პოლიტიკური პროცესი. დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია და სხვადასხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობის რეჟიმში არიან.
საშინაო პოლიტიკაში თვალს ვადევნებთ იმ დონის პოლარიზაციას, როცა მშვიდად კვალიფიციურ საუბარსა და მსჯელობას აზრიც კი აქვს დაკარგული. ასეთი ვითარება რომ ჩამოყალიბებულიყო ორივე მხარის ბრალია, მაგრამ, რესურსების გათვალისწინებით რომ ლომის წილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მოდის, აშკარადაც კი ჩანს. ეს რომ მიზანმიმართულად კეთდება, ეჭვსაც აღარ იწვევვს.
თქვენი დაკვირვებით რამ განაპირობა ის, რა ვითარებაშიცაა აღმოჩენილი ჩვენი საშინაო პოლიტიკა? ასეთ ვითარებას სავარაუდოდ, რა ტიპის პოლიტიკური საფრთხეები შეიძლება ახლდეს?
– წინ ძალიან სახიფათო შემოდგომა გველის. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა, არ მოერიდება ძალადობას, წამებას, გაუპატიურების მუქარას, დევნას, ხალხის დასარბევად რეციდივისტების მობილიზებას და ა.შ. მეორე მხრივ კი, თვალს ვადევნებთ ოპოზიციას, რომელიც „გაპონიზმის“ სენით არის დაავადებული.
ალბათ, ყველამ იცით, რომ მღვდელი გაპონი იყო მეფის ხელისუფლების ფარული აგენტი და პროვოკატორი, რომელმაც 1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობისას პეტროგრადის მოსახლეობას ილუზორული მიზანი შთააგონა და შემდეგ კი გულუბრყვილო, საწყალი ხალხი ამ ილუზიის სამსხვერპლოზე ზვარაკად შესწირა ისე, რომ თავად თმის ღერიც არ ჩამოვარდნია.
თვალი გავუსწოროთ სიმართლეს. ხელისუფლების შესაცვლელად არ არის საკმარისი ის, რომ უბრალო უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი ივანიშვილის გუნდის მიმართ. „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად აუცილებელია გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და კარგად დარაზმული ანტისამთავრობო უმრავლესობის არსებობა.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დიქოტომია, „ნაცმოძრაობის“ ჩამორჩენილობა არის მთავარი ზამბარა, რომელიც ივანიშვილის უცნაური ავტორიტარიზმის მექანიზმს ამუშავებს.გაპონიზმი, მოუმზადებელი რევოლუციური პროვოკაციები არის გზა ივანიშვილის ხელისუფლების გაძლიერებისკენ
ეს უმრავლესობა აღჭურვილი უნდა იყოს მომავლის ხედვით, მოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ რა ელით ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, როგორი იქნება გარდამავალი პერიოდი. რაც მთავარია, ანტისამთავრობო, პლურალისტურ უმრავლესობაში ნაციონალური მოძრაობის მსგავს მარგინალურ, დესტრუქციულ ძალას არ უნდა ჰქონდეს დომინანტური როლი.
აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, „ქართული ოცნების“ ირგვლივ გაერთიანებულ, პატრონ-კლიენტელისტური კავშირებით შეკოწიწებულ, აგრესიულ უმცირესობას „ვარდების რევოლუცია 2“-ის უბადრუკი მცდელობით ვერ დავამარცხებთ.
„ქართული ოცნება“ გორს, დიდი გამოცდილებისა და ამბიციების ქალაქს მუდმივად შეურაცხყოფს და მასხრად იგდებს. ხან გაუნათლებელ, პოლიტიკურ არარაობას, ყოფილ მოჭიდავეს უნიშნავენ მერად და დეპუტატად, ხან ასეთი მოღალატეობრივი განცხადებების ავტორს უგდებენ ხელში უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სადავეებს
ვფიქრობ, რომ მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს ენმ-ის რევოლუციური გვარდიის მოქმედებები. მათ სურთ ყველა სხვა ოპოზიციური ძალა მოსპონ, დაუნდობელნი არიან განსხვავებული აზრის მიმართ, ქუჩაში გაზრდილი უკულტურო ბანდის წევრთა მსგავსად მარტივად შეუძლიათ შეურაცხყოფის მიყენება პატიოსანი ადამიანებისთვის. მათ სურთ დიქტატურის დამყარება ოპოზიციურ ველზე. „
„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დიქოტომია, „ნაცმოძრაობის“ ჩამორჩენილობა არის მთავარი ზამბარა, რომელიც ივანიშვილის უცნაური ავტორიტარიზმის მექანიზმს ამუშავებს.გაპონიზმი, მოუმზადებელი რევოლუციური პროვოკაციები არის გზა ივანიშვილის ხელისუფლების გაძლიერებისკენ.
– რადგან გორის საკრებულის თავმჯდომარის ბატონ რაზმაძის „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მიცემული ინტერვიუ ახლა აქტიურად განიხილება თემაა, ამ თემას მინდა შევეხოთ.
მიჭირს იმის დაჯერება, რომ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები ბატონმა რაზმაძემ შემთხვევით გაახმოვანა. უცნაური ისაა, თუ რატომ გახდა საინტერესო რესპოდენტი რაზმაზე ნიუ იორკ ტაიმსითვის და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ტირაჟირების მიზანი რა იყო.
2008 წლის აგვისტოს ომში რომ რუსი ჯარისკაცები „მშვიდობისმყოფელები“ ყოფილან პირველად გავიგეთ. თუ რა როლი შეასრულეს „რუსმა მშვიდობისმყოფელბმა“ აფხაზეთში გვახსოვს და ძნელი დასაჯერებელია ეს ბატონ რაზმაძეს არ ახსოვდეს.
ბატონი რაზმაძე ამტკიცებს, რომ ქართული ჯარი გორში მარადიორობდა, არადა გვახსოვს რუსი ჯარისკაცემის გაუგონარი მარადიორობა გორში. თურმე, 2008 წლის ომში ყველაფერში დამნაშავე ქართული მხარე ყოფილა.
ამის მსგავრი შეფასებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებისგან ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ, ნიუ იორკ ტაიმსში, ამერიკელი მკითხველისთვის საქართველოს მოქალაქემ რომ პირველად თქვა, ფაქტია.
თქვენ როგორ შეაფასებდით ბატონ რაზმაძის მიერ ნიუ იორკ ტაიმსში გამოთქმულ მოსაზრებებს? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამგვარი პუბლიკაციების ამერიკულ პრესაში გაჩენის მიზეზი და მიზანიც?
– ძალიან მეცოდებიან გორელები. გორი დიდი ქალაქია, გორისციხე მეფე სვიმონ პირველის მთავარი ბასტიონი გახლდათ, აქ დაიბადა ქართული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გონება – მერაბ მამარდაშვილი, გორი გახლდათ საქართველოს მსუბუქი მრეწველობის დედაქალაქი.
ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც უნდა ითქვას, რომ ეს არის ქალაქი, რომელმაც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა წარმოშვა. 2008 წელს გორი მედგრად იბრძოდა თბილისისა და დანარჩენი საქართველოს გადასარჩენად.
„ქართული ოცნება“ გორს, დიდი გამოცდილებისა და ამბიციების ქალაქს მუდმივად შეურაცხყოფს და მასხრად იგდებს. ხან გაუნათლებელ, პოლიტიკურ არარაობას, ყოფილ მოჭიდავეს უნიშნავენ მერად და დეპუტატად, ხან ასეთი მოღალატეობრივი განცხადებების ავტორს უგდებენ ხელში უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სადავეებს.
ივანიშვილმა ბატონი რაზმაძის მსგავს ბოროტმოქმედთა ბნელ თავებში დალექილი, ყველაზე ამაზრზენი ფიქრები, ქვეცნობიერი მიდრეკილებები ზედაპირზე ამოატივტივა. ბატონი რაზმაძის კომენტარი გახლავთ ლოგიკური გაგრძელება ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა
ბატონი რაზმაძის სიტყვები შემიძლია საქართველოს პატიოსანი მოქალაქეების გულში მრავალგზის ჩაცემულ დანებს შევადარო.
ივანიშვილმა ბატონი რაზმაძის მსგავს ბოროტმოქმედთა ბნელ თავებში დალექილი, ყველაზე ამაზრზენი ფიქრები, ქვეცნობიერი მიდრეკილებები ზედაპირზე ამოატივტივა. ბატონი რაზმაძის კომენტარი გახლავთ ლოგიკური გაგრძელება ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა.
მათ ჯერ ოკუპანტებისა და მკვლელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვთხოვეს, შემდეგ ისეთი ტექსტები დაწერეს და გამოაქვეყნეს, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე გაეროში რუსეთის ელჩი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით იმართლებდა თავს. მოგვიანებით, მარია ზახაროვასა და მარგარიტა სიმონიანის სიტყვებით ალაპარაკდნენ და დღეს უკვე აქამდე მოვედით.
უნიტაზების გამტაცებელი რუსი ჯარისკაცები მშვიდობისმყოფელები ყოფილან და ქართველი სამხედროები კი, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა, მოროდიორები. თან ამას ამბობს, გორის, ნატანჯი და ნაომარი ქალაქის, საკრებულოს თავმჯდომარე.
„ქართული ოცნება“ უპირობო ვერბალურ კაპიტულაციას აცხადებს მტრის წინაშე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
