ლევან ლორთქიფანიძე – საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის ოპტიმალურ გზებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, “კავკასიური სახლის“ თავმჯდომარეს ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ სწრაფად და შეიძლება ითქვას დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები. მათ შორის, რამდენიმე აქტუალურ თემას აუცილებლად შევეხებით.
რადგან, საშინაო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური თემაა ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი, ამ თემით უნდა დავიწყოთ. წონა არჩევნებში ბარიერგადალახული 4 პარტიიდან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადეს „ლელომ“ და გახარიას „საქართველოსთვის. „ნაცმოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ორივე ჯგუფების, ბოიკოტში მყოფებისა და არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების არგუმენტები საკმაოდ საკმაოდ ლოგიკურად და დამაჯერებლადაც კი გამოიყურება. გამკაცრებული და მნიშვნელოვნად გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობისა და ქვეყანაში პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების დევნის და აშკარად გაუარესებული პოლიტიკური გარემოს ფონზე რომ ვერც თავისუფალი და ვერც საერთო განწყობების ამსახველი ვერ იქნება, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს.
თუმცა, არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა არგუმენტებიც ხშირ შემთხვევაში არაა აზრს მოკლებული. იგულისხმება ის რომ საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა არსებობს და როგორც მინიმუმ დიდ ქალაქებში უნდა ვიბრძოლოთო.
ამ ლოგიკას ზურგს უმაგრებს ის კვლევები, რომლითაც იკვეთება, რომ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის სურვილს ავლენენ. თუმცა, აქაც, საუბარია „ლელოს“ მხარდამჭერთა 40%, და გახარიას პარტიის მხარდამჭერთა 46%-ზე, რაც, „ოცნების“ დასამარცხებლად საკმარისი არაა.
მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
– მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ბუდაპეშტის სტრატეგიას ავირჩევდი. მოგეხსენებათ, 2010 წლიდან დღემდე უნგრეთს და მისი პარტია „ფიდესი“ მართავენ. „ქართული ოცნების“ პარტნიორმა ევროპის შუაგულში ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი შექმნა, დაიმორჩილა პარლამენტის უმრავლესობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მედია, მთავარი ეკონომიკური სიმძლავრეები. ოპოზიცია მთლიანად გაირიყა პოლიტიკური პროცესისგან და ძალაუფლების გარეშე დარჩა. დასუსტებულმა და გამარგინალებულმა პარტიებმა ორბანის ერთმმართველობაზე იერიში ერთიანობით მიიტანეს.
2019 წელს ბუდაპეშტის მერის არჩევნების წინ ოპოზიციამ პრაიმერი ჩაატარა და ერთიანი კანდიდატი შეარჩია. ლიბერალებიც და კონსერვატორებიც, მწვანეებიც და სოციალისტებიც, ნაციონალისტებიც და პანევროპული იდეების მხარდამჭერებიც, ერთმანეთთან იდეოლოგიურად მკვეთრად დაპირისპირებული ძალები საერთო ფრონტით გავიდნენ კენჭისყრაზე და გაიმარჯვეს.
მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ბუდაპეშტის სტრატეგიას ავირჩევდი… დასუსტებულმა და გამარგინალებულმა პარტიებმა ორბანის ერთმმართველობაზე იერიში ერთიანობით მიიტანეს
მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ბუდაპეშტის სტრატეგიას ავირჩევდი. მოგეხსენებათ, 2010 წლიდან დღემდე უნგრეთს ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ მართავენ. „ქართული ოცნების“ პარტნიორმა ევროპის შუაგულში ნახევრად ავტორიტარული რეჟიმი შექმნა, დაიმორჩილა პარლამენტის უმრავლესობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მედია, მთავარი ეკონომიკური სიმძლავრეები. ოპოზიცია მთლიანად გაირიყა პოლიტიკური პროცესისგან და ძალაუფლების გარეშე დარჩა. დასუსტებულმა და გამარგინალებულმა პარტიებმა ორბანის ერთმმართველობაზე იერიში ერთიანობით მიიტანეს.
2024 წელსაც ორბანის ოპოზიციამ იმავე სტრატეგიით იმოქმედა და ბუდაპეშტი კვლავ გამოგლიჯა ხელიდან ორბანს. შედეგად, დედაქალაქი ანტიდემოკრატი მმართველის საწინააღმდეგო მთავარ ფორპოსტად იქცა, ბუდაპეშტი არის ის უცხო სხეული, რომელიც მუდმივად ყელში ეჩხირება ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ პრემიერ-მინისტრს. უნგრელები ბუდაპეშტის სახით ხედავენ მკაფიო ალტერნატივას, თუ როგორი მოდელით შეიძლება ჩანაცვლდეს „ფიდესის“ ვერტიკალი.
საქართველოს განსაცდელს დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ ოპოზიცია ორი განსხვავებული სტრატეგიით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტები ბოიკოტის გზას დაადგნენ, „ლელო“ და გახარია კი კენჭისყრაში მონაწილეობას არჩევენ. ამგვარ შემთხვევაში სასურველი იქნებოდა, რომ ოპოზიციურ ძალებს პატივი ეცათ ერთმანეთის გადაწყვეტილებისათვის, რადგან ორივე მხარეს საკმაოდ მძიმე არგუმენტები აქვს.
სამწუხაროდ, ურთიერთპატივისცემის ნაცვლად ლანძღვა-გინების კორიანტელს ვხედავთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წარმოქმნილი ძალები „სამშობლოს მოღალატეებად“ მოიხსენიებენ კოლეგა ოპოზიციონერებს, კიდევ უფრო მეტ შუღლს აღვივებენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანაკში და არ ცდილობენ, რომ სერიოზულად აღიქვან „ლელოსა“ და გახარიას გუნდის მსჯელობა. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთშანტაჟი და ტოქსიკური გარემო, ცხადია, ივანიშვილის დაჯგუფებას აძლიერებს.
სამწუხაროდ, ურთიერთპატივისცემის ნაცვლად ლანძღვა-გინების კორიანტელს ვხედავთ. „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან წარმოქმნილი ძალები „სამშობლოს მოღალატეებად“ მოიხსენიებენ კოლეგა ოპოზიციონერებს, კიდევ უფრო მეტ შუღლს აღვივებენ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანაკში და არ ცდილობენ, რომ სერიოზულად აღიქვან „ლელოსა“ და გახარიას გუნდის მსჯელობა. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთშანტაჟი და ტოქსიკური გარემო, ცხადია, ივანიშვილის დაჯგუფებას აძლიერებს
არავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ჩვეულ სტილში ჩაატარებს არჩევნებს, შეეცდება ამომრჩევლების მოსყიდვას, გამოიყენებს საპოლიციო და ადმინისტრაციულ რესურსს, ახალი კანონებით ყელში წაუჭერს ხელს ოპოზიციას და მის მოხრჩობას შეეცდება.
საარჩევნო სისტემაც გაუარესებულია, „ოცნება“ 2017 წლის მოდელს დაუბრუნდა, თბილისში 25 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს, ბარიერი 2.5%-მდე აღარ შემცირდება. ერთი სიტყვით, ორ სტრატეგიად დახურდავებულ, დაქუცმაცებულ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს. ალბათ, დაახლოებით ის სცენარი გათამაშდება, რომელიც 2010 წელს ვიხილეთ.
საპარლამენტო ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ირაკლი ალასანიამ დედაქალაქში ხმების 20%-ის მოგროვება მოახერხა და საპატიო მეორე ადგილით განიმტკიცა პოზიციები ანტისახელისუფლებო ველზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ალასანიას ალიანსმა ვერაფერი დააკლო.
მიუხედავად ამისა, სრულად გასაგებია გახარიას თანაგუნდელებისა და „ლელოს“ გადარჩენილ ლიდერთა ერთი არგუმენტი. არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მოქალაქეებთან კომუნიკაციაა. საარჩევნო კამპანიის ეგიდით პარტიებს ეძლევათ საშუალება საპროტესტო ამომრჩევლის მიღმაც სცადონ ბედი და ჯერ კიდევ აუთვისებელ მიწებზე დადგან ფეხი, მერყევ მასებზე შეეცადონ ზემოქმედებას. ამასთანავე, მუნიციპალური არჩევნები შანსია ოპოზიციისთვის, რომ პოლიტიკური და სოციალური საკითხები ერთმანეთთან დააკავშირონ.
დღეს ისეთ ვითარებაში ვართ, რომ გამარჯვებაზე ფიქრიც კი გვიჭირს, ყველა გადარჩენას, გაძლებას ნატრობს. არჩევნებში მონაწილეობით ზოგიერთი პარტია მოწადინებულია როგორმე შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა რეგიონებში, ავტორიტარიზმის პირობებში ხშირად ერთ ოპოზიციონერ დეპუტატსაც კი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება, ელემენტარული ცნობების მოპოვების თვალსაზრისით.
„ლელო“ და გახარიას გუნდი ასევე აქცენტს სვამენ კალაძის ფაქტორზე. ეს ანერვიულებული, აგრესიული ადამიანი, რომლის სახელი ჩვენს თანამოქალაქეებს შორის უმეცრებასა და კორუფციასთან, ათასგვარ კომპლექსებთან და შებოჭილობასთან ასოცირდება, ბევრს ყელში ამოუვიდა, კიდევ ოთხი წლით ფეხბურთელის მმართველობას დედაქალაქი ვეღარ გაუძლებს. კალაძის საწინააღმდეგოდ ადამიანების დარაზმვა გადაუწყვეტელ ამოცანას არ უნდა წარმოადგენდეს.
კიდევ ოთხი წლით ფეხბურთელის მმართველობას დედაქალაქი ვეღარ გაუძლებს. კალაძის საწინააღმდეგოდ ადამიანების დარაზმვა გადაუწყვეტელ ამოცანას არ უნდა წარმოადგენდეს
არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი კითხვის დასმაც: რა ხდება ბოიკოტის შემთხვევაში? მაგალითად, ერთი ცნობილი ოპერის მომღერალი გვთავაზობს, რომ 4 ოქტომბერს ელექტრონულად ჩავატაროთ ალტერნატიული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები, შევქმნათ პარალელური ორგანოები და ამგვარად გამოვტაცოთ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ანალიტიკური ცენტრის მეთაური ემხრობა 4 ოქტომბერს საერთო სახალხო კრების მოწვევას, სადაც განაჩენს გამოუტანენ ივანიშვილს და დაიწყებენ პროტესტის ახალ ტალღას. ჩემთვის სრულიად გაუგებარი შიმშილობის ორგანიზატორები კი კვლავ სანქციებისა და აქციების, ხელისუფლების იზოლაციის იმედად არიან.
ხელისუფლების ცვლილება შეიძლება ან არჩევნებით, ან რევოლუციით, ან უცხო ძალის ინტერვენციით. სამივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ ხელისუფლება დეზორგანიზებული იყოს, მისი პროპაგანდა არ მუშაობდეს. სამწუხაროდ, ამ წუთას ჩვენს ხელთ არსებული რესურსები დემოკრატიული ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის (ვითარება ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს, თუ „ქართულ ოცნებაში“ შიდა კონფლიქტი აფეთქდება). ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო „ქართული ოცნების“ მექანიზმის დაშლისა და ახალი საზოგადოებრივი ჯგუფების მომხრობისთვის.
არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ ბოიკოტის მომხრეთა არგუმენტების მნიშვნელობას ვერ ვაფასებ. უბრალოდ, შევეცადე ყურადღება გამემახვილებინა იმ ფაქტორებზე, რომლებზეც არ საუბრობენ სხვადასხვა ტიპის ცენზურის გამო.
– იმავე კვლევით „ქართული ოცნების“ რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესებულია. თუ წინა არჩევნების ოფიციალურ შედეგს შევადარებთ, მაშინ მმართველმა გუნდმა ხმათა 54% მიიღო, ახლა მისი რეიტინგი 35%-ა დაცემული.
ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორებისგან დისტანცირება, ევროკავშირთან მიმართებაში ამ ეტაპისათვის იმდენად დისტანცირება, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ბუნდოვანია.
მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ რომ „პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს დამთავრდა“, მაგრამ თუ აქციებში მონაწილეებისთვის დაკავებულების სასამართლოების მსვლელობას თვალს მივადევნებთ, იგულისხმება მოწმეების ჩვენებები, ის რომ მოწმეები ვისაც ბრალს დებენ, რეალურად მათ ვერ ცნობენ, და კიდევ ბევრი რამ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები გვაქვს.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში რომ ერთიანობა იყოს, არაა გამორიცხული დიდი ქალაქების მოგებას ოპოზიცია შეძლებდა. იმ კონფიგურაციით, რა კონფიგურაციითაც ოპოზიცია აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, თან იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ არჩევნებში 30-40% მოქალაქეების აქტიურობა არ აღემატება, თქვენი ვარაუდით, დაახლოებით რა შედეგით დასრულდება 2025 წლის ადგილობრივი არჩევნები?
– სავარაუდოდ, „ქართული ოცნებას“ უკანონო გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდება, მაგრამ ყველა ტრიუმფს თავისი ფასი აქვს. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ კალაძესა და „ოცნებას“ გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდეთ.
მათ ძალაუფლების მოსაპოვებლად ბევრი ფული და ნერვები უნდა დახარჯონ, ბევრი შეცდომა უნდა დაუშვან, ადვილი გასეირნება უნდა ჩაიშალოს. ამ მიზნის მიღწევა კი ერთიანობით არის შესაძლებელი. „ლელოს“ და გახარიას საერთო, უპარტიო კანდიდატები უნდა ჰყავდეთ დიდ ქალაქებში, მთავარ მაჟორიტარულ ოლქებში.
სავარაუდოდ, „ქართული ოცნებას“ უკანონო გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდება, მაგრამ ყველა ტრიუმფს თავისი ფასი აქვს. არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ კალაძესა და „ოცნებას“ გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდეთ
ადგილობრივი არჩევნები იქნება ერთგვარი რეპეტიცია მომავალი საპარლამენტო კენჭისყრისთვისაც. გახარიას გუნდმა და „ლელომ“ უნდა მოამზადონ საარჩევნო მოხელეთა და დამკვირვებელთა მცირე არმია.
2024 წლის შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ. ოპოზიციონერი დამკვირვებელი და კომისიის წევრი უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, მცოდნე, უკომპრომისოდ მებრძოლი. „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ უნდა შეძლოს დამკვირვებლებისა და კომისიის ოპოზიციონერი წევრების ადვილად იგნორირება, მოსყიდვა, გაჩუმება.
– როცა ადგილობრივ არჩევნებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ თემას, გოგორიცაა ბოლო არჩევნებზე ბარიაერგადალახული პარტიების ლიდერების ციხეში ყოფნა.
ის მიზეზი, რის გამოც არიან ისინი ციხეში მოხვედრილი, იგულისხმება საპარლამენტო კომისიაზე დაბარებული მელიას, გვარამიას, ვაშაძის, ხაზარაძის, ჯაფარიძის მიუსვლელობა, ვერანაირად ვერ ხსნის მმართველი გუნდის ქცევას იმ თვალსაზრისით უნდოდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის მონაწილოება.
დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციის ლიდერების დაკავებით „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს უთხრა – ხელისუფლებაში არ მიგვიშვებთ!
ცხადზე უცხადესია, რომ ციხეში მსხდომი ლიდერები ვერაფერზე ვერ შეთანხმდებიან. ეს რომ ასე იქნებოდა, მათ დაკავებემდეც ცხადი იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი მთელ ოპოზიციას შახმათს ეთამაშება, ოპოზიცია კი მას შაშკს ეთამაშება, თან, ცალ-ცალკე.
თან, მმართველი გუნდი იმათზე, ვინც ამბობს რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, „დასავლეთისა და დიპ სთეითის“ დავალებას ასრულებენ.“ თან ყველა „კოლექტიური ნაცი“ და ყველა „აგენტია“. ერთი შეხედვით „ქართული ოცნება“ წაუგებელ თამაშს თამაშობს, მაგრამ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საზოგადოებაში მმართველი გუნდის მიმართ იცვლება.
თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ტაქტიკასა და სტრატეგიას და სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება მისი მიზნები საშინაო პოლიტიკაში?
– „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში უკვე საბოლოოდ დაამკვიდრა ავტორიტარული რეჟიმი. ამჟამად, მისი მიზანი ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციაა, რისთვისაც აუცილებელია პოლიტიკურ სისტემაზე ტოტალური კონტროლის დამყარება.
ტოტალური კონტროლის დამყარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი დაკავებულია, არასამთავრობო ორგანიზაციები განადგურების მუდმივი საფრთხის პირობებში მუშაობენ, აქტივისტებს ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად მრავალწლიანი პატიმრობისთვის იმეტებენ, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ტექსტებისთვის ადამიანებს ათასობით ლარით აჯარიმებენ, „ქართული ოცნების“ ოპონენტებს კამერამომარჯვებული პირები ხვდებიან სადარბაზოებთან და სასტიკად უსწორდებიან, ჭიათურის გაფიცვის ოთხი მონაწილე მთავრობას მძევლად ჰყავს აყვანილი, ოპოზიციური მედია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მუშაობს და ა.შ.
მოკლედ, „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა „ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტიკური ოპონენტებისადმი, ყველანი ციხეში“. ივანიშვილი მზად არის, რომ ყველა მოწინააღმდეგე ნელ-ნელა მოგუდოს და პოლიტიკური ველიდან გააქროს, თუ საჭირო გახდა ბეღურებს ზარბაზნიდანაც დაუშენს ყუმბარებს.
„ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა „ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტიკური ოპონენტებისადმი, ყველანი ციხეში“. ივანიშვილი მზად არის, რომ ყველა მოწინააღმდეგე ნელ-ნელა მოგუდოს და პოლიტიკური ველიდან გააქროს, თუ საჭირო გახდა ბეღურებს ზარბაზნიდანაც დაუშენს ყუმბარებს
ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო ზეწოლა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად გაწყვიტა კავშირი დემოკრატიულ სამყაროსთან და გაქროლებული ქარავნის პირას მყეფარე ძაღლის მნიშვნელობასაც არ ანიჭებს დასავლელ პარტნიორთა რეკომენდაციებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ნებისმიერ ავტორიტარიზმს მაინც სჭირდება ლეგიტიმაცია. ავტორიტარიზმის სიმყარისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა მობილიზება და იმის დემონსტრირება, რომ უმრავლესობა მათ მხარესაა. შესაბამისად, სულ რომ მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდეს არჩევნებში, ელექტორალურ პროცესს მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარაზმოს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანოს საარჩევნო უბნებზე და ივანიშვილის დაფუძნებული მმართველობისთვის მიაცემინოს ხმა.
ბოლო ორი წელია მთელი ერი, პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად, კოშმარულ სტრესში ცხოვრობს. შესაბამისად, ხელისუფლებას საარჩევნო ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალიან დიდი ფული დასჭირდება. ხალისით არავინ წავა არჩევნებზე.
ბოლო ორი წელია მთელი ერი, პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად, კოშმარულ სტრესში ცხოვრობს. შესაბამისად, ხელისუფლებას საარჩევნო ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალიან დიდი ფული დასჭირდება. ხალისით არავინ წავა არჩევნებზე
კენჭისყრის შემდეგ ივანიშვილი შეეცდება ჩამოაყალიბოს ახალი პარტიული სისტემა, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და მის სატელიტებს გააერთიანებს. დანარჩენ ძალებს ნელ-ნელა განდევნის პოლიტიკური ველიდან, რათა მივიღოთ ფსევდოპლურალიზმი, კონტროლირებული მრავალფეროვნება.
– მიმდინარე კვირას საშინაო პოლიტიკაში უცნაურადაც კი განვითარდა პროცესები. იგულისხმება ჯერ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება, ხოლო შემდეგ აჭარის ექს-ხელმძღვანლის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა.
ამ ფაქტებს წინ უძღვოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული მეღვინე-ბიზნესმენ ჩხეიძის ვაჟის იარაღის გამო დაკავევა. ყველაფერი ეს ქმნის სურათს, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს, ან ხელისუფლებასა და მის ყოფილ თანაგუნდელებს შორის რაღაც ხდება.
ძნელი დასაჯერებელია, რომ პარიზში გასამგზავრებლად მომზადებულ ბიზნესმენ რამიშვილის შემთხვევით შეეშალა ხელჩანთები და აღმოჩნდა, რომ მის ხელჩანთაში იარაღის ნაწილი იყო. აჭარის ექს-ხელმძღვანლის თორნიკე რიჟვაძის მკვლელობის მცდელობა რომ უამრავ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს, აშკარაა.
მხედველობაში მაქვს მის მიერ მკვლელობის მცდელობამდე დაწერილი და პრესაში მოხვედრილი წერილი. რიჟვაძე წერილში წერია რომ მას ბრალს სდებდნენ კორუფციასა და ნარკობიზნესის მფარველობაში.
ჩვენ შეგვიძლია თორნიკე რიჟვაძეს გამოჯანმრთლელობა და ვუსურვოთ, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ თუ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს, მას მოუწევს იმის თქმა, თუ ვინ აბრალებდა მას კორუფციაში მონაწილეობასა და ნარკობიზნესის მფარველობას.
ვიცით, რომ ამ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ჩანს, გიორგი რამიშვილთან დაკავშირებით ინციდენტი მალე ამოიწურება, რაც შეეხება რიჟვაძეს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანში გამოჯანმთელდება იგი.
ამ თემებზე ბევრი სპეკულაციები და ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები მოვისმინეთ, თქვენ როგორ აღიქვით ამ პიროვნებებთან დაკავშირებით მომხდარი?
– თავდაპირველად გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო ბატონ რიჟვაძეს. მისმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ბნელი და მახინჯი მხარეები.
უპირველეს ყოვლისა, ქვეყანამ მორიგ ჯერზე შეიცნო ს მმართველობის ჯოჯოხეთური სტილი. მილიარდერის მიდგომა ასეთია: უფერულ, მორჩილებით გამორჩეულ, ხარბ ადამიანებს დააწინაურებს, მისცემს მათ ყველაფრის უფლებას. მოულოდნელად აღზევებულებს ფულის მოხვეჭის სანაცვლოდ აიძულებს ათასი სიბინძურის გაკეთებას, უკადრებელზე წასვლას.
როცა უერთგულესი ქვეშევრდომები თავიანთ რესურს ამოწურავენ, ივანიშვილი მათ სანაგვეზე მოისვრის ხოლმე, ოღონდ ოლიგარქი და მისი ახალი ფავორიტები ჩამოლაბორანტებულებს ბოლომდე წურავენ, ხელებს აწმენდენ, ყველაფერზე მათ აკისრებენ პასუხისმგებლობას. ღრუბლებიდან მიწაზე დანარცხებული ყოფილი ნახევრადღმერთები ვერ უძლებენ ზეწოლას, შიშს და კრიმინალურ გარჩევებს ემსხვერპლებიან ხოლმე.
რიჟვაძის შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის. ხვალ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეთ აჭარის ექს-პრემიერის ადგილზე. ნებისმიერ დროს შეიძლება ცხვირში ძმრად ამოგადინონ თქვენი დაუმსახურებელი, მოულოდნელად თავს დატეხილი, კორუფციასთან წილნაყარი პრივილეგიები.
რიჟვაძის შემთხვევა გაკვეთილი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის. ხვალ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეთ აჭარის ექს-პრემიერის ადგილზე. ნებისმიერ დროს შეიძლება ცხვირში ძმრად ამოგადინონ თქვენი დაუმსახურებელი, მოულოდნელად თავს დატეხილი, კორუფციასთან წილნაყარი პრივილეგიები
ამიტომ უკეთესია საკუთარ სინდისსა და სახელმწიფოს ემსახუროთ და არა იმ დროებით უპირატესობას, რომელსაც ივანიშვილის გუნდი გიბოძებთ. თანამედროვე სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ყველა სიკეთისათვის ათმაგად გადაგახდევინებთ, დროებითი დაწინაურება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.
საგარეჯოს ტრაგედიამ „ქართული ოცნების“ აქტივისტთა მორალური დაცემაც წარმოაჩინა. ჩვენ ვიხილეთ ათობით მამაკაცად წოდებული არსება, რომლებიც წარსულში თორნიკე რიჟვაძეს მომავლის ლიდერად, აჭარის მხსნელად მოიხსენიებდნენ, მასთან ერთად გადაღებულ სურათებს აფრიალებდნენ, დღეს კი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაც კი უჭირთ და მისი გუნდის წევრობას უარყოფენ.
ასე ესმით „ოცნების“ წევრებს ღირსება, მეგობრობა, თანადგომა. თუ ადამიანს ძალაუფლება აქვს, მის ჩრდილში ცხოვრობენ, ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში კი ამ ადამიანის გარემოცვიდან უკვალოდ ქრებიან და სასიკვდილო სარეცელთან ორი კეთილი სიტყვის წარმოთქმაც კი უჭირთ. ამაზე დიდი მორალური საჭურისობა წარმოუდგენელია. დაცემის მთავარი შემოქმედი კი ის სისტემაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.
ყველაზე შემაძრწუნებელი მაინც ელისო ბოლქვაძის ქმედება იყო. როდესაც თორნიკე რიჟვაძე რეანიმაციაში სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებდა, მუსიკოსი, რომლისთვისაც, ჩემი შთაბეჭდილებით, ფორტეპიანო ისეთივე ტექნიკური ინსტრუმენტია, როგორიც პნევმატური ურო, სოციალურ ქსელში კონცერტის ვიდეოებს აქვეყნებდა. მოდით, ამ მოვლენას თავად მკითხველმა დაარქვას სახელი.
ყველაფერი დანარჩენი რიჟვაძის საქმეში დეტალებია, რომელთა შესახებ სიმართლეს, ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებთ.
სრულიად გასაოცარი და გამაოგნებელია ბატონი რამიშვილის საქმეც. ბავშვმაც კი იცის, რომ რამიშვილმა კაპიტალის დაგროვება იარაღით ხელში დაიწყო. იარაღთან ურთიერთობა ამ კაცმა ბრწყინვალედ უნდა იცოდეს. დაუჯერებელია, რომ ყოფილ განგსტერს იმედი ჰქონდა – იარაღით, ამ იარაღის ტარების უფლების გარეშე გაივლიდა თბილისისა და პარიზის აეროპორტებში აღმართულ ათამდე საკონტროლო პუნქტს, რენდგენო-სკანერებს და ა.შ.
ავტორიტარიზმის ბუნება ასეთია, პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ნელ-ნელა იწყებს მსხვილი ბიზნესის მოთვინიერებას. ივანიშვილი ესწრაფვის გვიანდელი საბჭოთა მოდელის აღდგენას. ქვეყანაში უნდა არსებობდნენ „წითელი დირექტორები“ ანუ საქმოსნები, მდიდარი ადამიანები, რომელთა ბედი მთლიანად პარტიაზე იქნება დამოკიდებული.
მულტიმილიონერი ბატონი რამიშვილი სასწრაფო წესით, უცებ გაათავისუფლეს გირაოთი. მართლმსაჯულებამ უმდიდრესი ადამიანის მიმართ ლმობიერება და მზრუნველობა გამოავლინა. სამაგიეროდ, იგივე სასამართლო სისტემა დაუნდობელია დაკავებული მაღაროელებისა და მზია ამაღლობელის მიმართ
ბატონმა რამიშვილმა მიიღო შეტყობინება, რომ მისი ბედი, მისი კაპიტალის მომავალი მთლიანად პარტიაზეა დამოკიდებული, ის თავისუფალი მოთამაშე ვერ იქნება. ლიტერატურულ და მუსიკალურ წრეებთან სიახლოვე, ურბანულ ელიტებთან ლაციცი, ევროპული ტელევიზიის დაფინანსება საკმარისი აღარ არის უშფოთველი ცხოვრებისთვის.
ამასწინათ თსუ-ის პროფესორმა ვალერიან დოლიძემ თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში ჩვენი სახელმწიფოს კლასობრივ ბუნებაზე ისაუბრა. რამიშვილის შემთხვევა ამ შეხედულების მკაფიო დადასტურებაა.
მულტიმილიონერი ბატონი რამიშვილი სასწრაფო წესით, უცებ გაათავისუფლეს გირაოთი. მართლმსაჯულებამ უმდიდრესი ადამიანის მიმართ ლმობიერება და მზრუნველობა გამოავლინა. სამაგიეროდ, იგივე სასამართლო სისტემა დაუნდობელია დაკავებული მაღაროელებისა და მზია ამაღლობელის მიმართ.
– ისრაელ-ირანის ომის დასრულების შემდეგ სწრაფად ვითარდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში და ჩვენს სამეზობლოში. ვგულისხმობ რუსეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის შემდეგ აზერბაიჯანში ირანის პრეზიდენტისა და ს პრემიერის ვიზიტებს.
ცნობას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაიხსნება თურქეთის სამხედრო ავიაბაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბაზა ნატოს ბაზაც იქნება. ამის პარალელურად, ისეთი პირი უჩანს, შორს არაა ის დრო, როცა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას.
მეტიც, ირანსა და სომხეთს შორის გამავალი ზანგეზურის კორიდორით თურქეთი აზერბაიჯანს სახმელეთო გზით დაუკავშირდება. და ეს ხდება იმის ფონზე, როცა პრემიერი ფაშინიანი იბრძვის მოსკოვის მიერ სომხეთში დაგეგმილი გადატრიალების მონაწილეების წინააღმდეგ, რაშიც მონაწილეობაზე ბრალი ედება სომხურ ეკლესიას.
ჩვენ სამეზობლოში ამ მოვლენათა ერთიანობას თქვენ როგორ შეაფასებდით?
– უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. ჩვენ თვალს ვადევნებთ გეოპოლიტიკური სურათის მკვეთრ ცვლილებას.
რამდენიმე კვირის წინ სომხეთის რესპუბლიკაში გახლდით. ქვეყანაში ძალიან დაძაბული ვითარებაა. პრემიერ-მინისტრი პაშინიანი გადამწყვეტ ბრძოლაშია ჩართული, იგი ფაქტობრივად ვა-ბაკზეა წასული და არ ერიდება უმწვავესი კონფლიქტების გაჩაღებას.
რა არის ამ სარისკო სტრატეგიის მიზანი? პაშინიანის ამოცანაა სომხურ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, ეკლესიასა და კულტურულ პროცესებზე მინიმუმამდე შეამციროს ს გავლენა. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი ამ სახიფათო გზას ბოლომდე მიიყვანს.
პაშინიანის ამოცანაა სომხურ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე, ეკლესიასა და კულტურულ პროცესებზე მინიმუმამდე შეამციროს რუსეთის გავლენა. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი ამ სახიფათო გზას ბოლომდე მიიყვანს
უკვე მეორე წელიწადია მოულოდნელად მწვავდება ხოლმე რუსულ-აზებაიჯანული ურთიერთობებიც. ფაქტია, რომ ილხამ ალიევი შედეგიანად სარგებლობს უკრაინის ომით, ყარაბახში მიღწეული წარმატებით, თურქეთთან პარტნიორობითა და დასავლეთისთვის აზერბაიჯანის ნახშირწყალბადოვანი რესურსების განსაკუთრებული მნიშვნელობით.
მდიდარი ქვეყნის დიქტატორი თავს უფლებას აძლევს დამოუკიდებელი სცენარით ითამაშოს და პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანიდან ახალი აზერბაიჯანი ჩამოაყალიბოს, რომელზეც რუსეთის გავლენა მიზერული იქნება.
ჩვენს რეგიონში ყველა სახელმწიფო ახერხებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებას, ახალი ალიანსების მშენებლობას. მხოლოდ საქართველო რჩება რუსეთის მხარეს, მთელი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული და გარიყული
ჩვენს რეგიონში ყველა სახელმწიფო ახერხებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებას, ახალი ალიანსების მშენებლობას. მხოლოდ საქართველო რჩება რუსეთის მხარეს, მთელი დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული და გარიყული.
იმ დონეზე ვართ, რომ თბილისში ჩამოსულ უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კოლეგის გარდა, პრეზიდენტიდან დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული ყველა მაღალი თანამდებობის პირი ცალ-ცალკე ცერემონიალებით ხვდება.
-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა – “ჩვენ ვაპირებთ კიდევ რამდენიმე იარაღის გაგზავნას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. მათ უნდა შეძლონ თავდაცვა. ახლა მათ ძალიან ძლიერად ურტყამენ… ჩვენ მეტი იარაღი უნდა გავუგზავნოთ…”.
ს რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების კიდევ უფრო მეტად დაეხმარებიან, უკვე ცხადად ჩანს. მიუხედავად ამისა, თუ როდის და რა შედეგით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, პროგნოზირება ჭირს.
ამ პროცესების ფონზე ვხედავთ, რომ საქართველო მაქსიმალურად დისტანცირებულია აშშ-დან და ევროპული სტრუქტურებისგან. ურთიერთობების ცალკეული გამოვლინებები ბევრზე არც არაფერზე მეტყველებს.
კრიტიკით აშშ-ც გვაკრიტიკებს და ევროპაც. ევროპამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოგვანიჭა, მაგრამ საქართველომ უარი თქვა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე.
ვაშინგტონში ხშირად კი გვაკრიტიკებენ, მაგრამ, რეალურად არც ის ჩანს, აშშ-ს რა ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიის მიმართ. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის აქტიურობა, რატომღაც ანკარის ინიციატივასა და ინტერესების გამოვლინებას უფრო ჰგავს.
იმ ვითარებაში, რაც მსოფლიოში და ჩვენს სამეზობლოში ხდება, თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკას და იმ რიტორიკას, რაც ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი პარტნიერების მისამართით გვესმის?
– აშშ-ის ელჩები სატელევიზიო ინტერვიუებს პირადი ინიციატივით არ აძლევენ. მათი ყველა გამოსვლა სახელმწიფო დეპარტამენტთან არის შეთანხმებული და ვაშინგტონის დამოკიდებულებას გამოხატავს.
რამდენიმე დღის წინ ქალბატნმა დანიგანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მ მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული წერილი გაუგზავნა ტრამპის ადმინისტრაციას. დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ირაკლი კობახიძის ამგვარ ჰერაკლეობას, პრომეთეობას ან თუნდაც დონ კიხოტობას დაიჯერებს.
სამმილიონიანი, ღატაკი, ოკუპირებული ქვეყანა ზესახელმწიფოს აშშ-ს მხოლოდ ერთ შემთხვევაში უბედავს მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი ტონით საუბარს. ივანიშვილსა და კობახიძე დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, მათ ზურგს სხვა სახელმწიფო უმაგრებს, ისინი სხვა სახელმწიფოდან მიღებულ დავალებებს ასრულებენ.
სამმილიონიანი, ღატაკი, ოკუპირებული ქვეყანა ზესახელმწიფოს აშშ-ს მხოლოდ ერთ შემთხვევაში უბედავს მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი ტონით საუბარს. ივანიშვილსა და კობახიძე დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, მათ ზურგს სხვა სახელმწიფო უმაგრებს, ისინი სხვა სახელმწიფოდან მიღებულ დავალებებს ასრულებენ
საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა. როგორც იემენელი ჰუსიტები, შიიტ ერაყელთა მილიციები და „ჰესბოლა“ არიან ირანთან დაკავშირებულნი, როგორც ვიშის რეჟიმს აკონტროლებდა ნაცისტური ბერლინი, დაახლოებით ამგვარი ურთიერთმიმართებაა ჩამოყალიბებული კრემლსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი