ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

ლევან იოსელიანმა, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
მისასალმებელს სიტყვაში ომბუდსმენმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.
გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონია და ფოტოგამოფენა. ღონისძიება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
„ამ ღონისძიებას ერთად ვაორგანიზებთ, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, მრავალრელიგიური,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთმა საჯაროდ დაადასტურა: საქართველო არის დამოუკიდებელი სუბიექტი, და არა „ვინმეს გავლენის სივრცე“. პეკინი არ იზიარებს კონცეფციას „საქართველო = ევროკავშირი/ნატო” თუმცა, პატივს სცემს თბილისის არჩევანს