ლევან იოსელიანი: ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს – ლევან იოსელიანი
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ძალიან კარგად ათვითცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, რომ ყველას სახალხო დამცველია, არა მხოლოდ ს, ან მამუკა მდინარაძის.
„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს ეგეთი რაღაცის მომხრე არასოდეს ვიქნები, იმიტომ, რომ ვიცი, ყველამ ვიცით ამას რა შედეგები მოჰყვება, მაგრამ ეს რაღაცა სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს? აქეთ ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანი დგას და იქით – მთელი სახელმწიფოა, აქეთ ერთი დეპუტატია და იქით – მთელი უმრავლესობა. მორევაზე თუ არის, მოერევიან, მაგრამ ეგ არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. ეგ არის მაშინ, ვინც ძლიერია, ხელის გადაწევაზეა ყველაფერი, ეგრე გამოდის.
იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, კანონის ფარგლებში მოხდება ამ ყველაფრის დარეგულირება, მე ამის იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივად მიყვება, ალბათ ალეკოც, ჩვენც მივყვებით სამართლებრივად და სამართლებრივად მოხდეს პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაზე, ვინც ამ პროცესშია დამნაშავე. ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო. ძალიან კარგად ვათვითცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას სახალხო დამცველი ვარ, არც ალეკოსი ვარ მარტო და არც თუნდაც მდინარაძის. ამიტომ, როცა ამ პერსპექტივიდან ვუყურებ ამ ყველაფერს, ერთადერთი არის კანონი, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა გამოსავალი როცა მოინახა ამ ქვეყანაში და მონახეს, ეს იყო ბანდებად დაყოფილი ქვეყანა და სამოქალაქო დაპირისპირება. ვიცხოვრე ამ ქვეყანაში, აღარ მინდა იქ დაბრუნება და იმიტომ ვაკეთებ ყველაფერს, რომ ასეთი დაპირისპირება იყოს აღკვეთილი, კანონის ფარგლებში მოქცეული და კანონით იქნეს პასუხი გაცემული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას ფინანსური სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო, ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს

ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ, მე პირადად ვაგებ პასუხს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ეს არის შემდგარი ფაქტი, 2 წლის განმავლობაში როდესაც ვერ გვიჩვენებთ ვერც ერთ აქტს, ტენდერს, პრივატიზაციას, სადაც არის კორუფციის ნიშნები, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალური ნაბიჯები გადავდგით

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი გამოსულია 300 ქართველი ხალხი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი