ლევან იოსელიანი – მოვუწოდებ შსს-ს, ინდივიდუალური ღონისძიებები გაატაროს კანონის დამრღვევი პირების მიმართ, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამართლიან პროტესტს გამოხატავდა.
ომბუდსმენმა დღევანდელ ბრიფინგზე -ს მოუწოდა, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ.
„ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ ზედამხედველობას ადამიანის უფლებებზე ინტენსიურად, 24 საათის მანძილზე და პერიოდულად ვუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას იმ უფლებადარღვევების შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულია და რომელიც მათ შორის გავუზიარე დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში შევხვდი. შეხვედრა მქონდა -ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ელჩებთან. მათაც გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. გამოხატვის უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ამ უფლების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, როდესაც შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს. მოქალაქეების უფრო დიდი ჯგუფი რუსთაველზე სამართლიან პროტესტს გამოხატავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ. ასეთს ჰქონდა ადგილი და ამის უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს აქვთ უფლება, მშვიდობიან გარემოში გააგრძელონ საკუთარი აზრის და პროტესტის გამოხატვა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს