ლევან იზორია – ამბასადორიალზე საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც ურყევად უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას – უმთავრესი დავალება სწორედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებაა

ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა