საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი:
ღარიბაშვილმა აღიარაო! რა აღიარა? აღიარა დანაშაული! ეს ცხადია!
მე ჩემი ყოფილი პრეზიდენტი, დავიჯერე, რომ დამნაშავე იყო! ჩემი მეზობელი, ჩემს ეზოში ერთად რომ ვთამაშობდით, ის პრეზიდენტი განვსაჯე! რისთვის? მასზე წაყენებული დანაშაულებისათვის, რომელიც ღარიბაშვილის მიერ განცხადდა პირველად!
ახლა რა ვქნათ? კოსტუმები საიდანო? იკითხა ღარიბაშვილმა მაშინ! მეც ვკითხულობ: უკანონო შემოსავლები საიდან, ბატონო ღარიბაშვილო?
და კიდევ ერთი მინდა გავიხსენო: როცა ღარიბაშვილი პრემიერად დაინიშნა, ტელევიზორში ვუყურებდი რეპორტაჟს, სადაც ბატონმა ივანიშვილმა ის წარადგინა და მის მეუღლეზე თქვა-აი, თქვენი ნამდვილი პირველი ლედიო! არადა პირველ ლედად პრეზიდენტის მეუღლე ითვლება, პრეზიდენტი კი მარგველაშვილი იყო.
აი, ეს შეცდომა რამაც გამოიწვია, იმანვე გამოიწვია ეს უკანონო შემოსავლები და შემდეგ კი ეს აღიარება!
მე არავის განვსჯი, მე სამართლიანად მივანიშნებ: სხვას რომ კოსტუმებს უთვლით, თქვენც დაგითვლიან!
დღეს აღმოჩნდა, რომ საათები გქონიათ დასათვლელი, შ ე მ ო ს ა ვ ლ ე ბ ი ც!
და ერთი რჩევა ხელისუფლებას: ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებდა შეცდომებს, თქვენ კი მსურს, გირჩიოთ-
აღიარეთ თქვენი შეცდომები,
ეს ბოლო მოვლენები არა მარტო ღარიბაშვილის შეცდომაა, თქვენი შეცდომაცაა!
