ლევან ვეფხვაძე – მშენებლობების ნაწილში შემცირება, უკავშირდება „თეთრი სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობების გაუარესებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, განწყობები ისევ პოზიტიურად შეიცვლება

ბიზნესკლიმატი, დასაქმების ბარომეტრი და ასევე, საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია – რაც შეეხება გამოწვევებს, ცოტა აწეულია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის კონფერენციის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესსექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრ, სთან, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გამოწვევების სახით არსებული ბარიერები, „ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით შეიცვლება“.
„ბიზნესკლიმატი, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია და ასევე, საინვესტიციო ინდექსიც, თუმცა გამოწვევების ნაწილში, ვნახეთ, რომ ცოტათი აწეულია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები. ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი. მათ შორის, მისი მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომლებიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, იქნება შეცვლილი. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ბიზნესასოციაციის კვლევაზე.
რაც შეეხება მშენებლობებს, დღეს „თეთრ სიაზე“ საუბარი არ ყოფილა. დიალოგი სამინისტროსთან მიდის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანი, კომპრომისული შეთანხმება შედგება. ეს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სამინისტრო, ზოგადად, სახელმწიფო, იყოს უზრუნველყოფილი სტანდარტებით და ვადებით, რასაც სახელმწიფო ითხოვს. მეორე მხრივ, კარგი შემსრულებელი იყოს წახალისებული, რაც თავის დროზე თეთრი სიის მიზანი იყო. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება მშენებლობების ნაწილში შემცირებას, სწორედ ესაა, რომ ძირითადი გამოწვევა დღეს მოდის სწორედ იმ პრობლემებით, რომლებიც უკავშირდება სამშენებლო ნაწილში „თეთრი სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობების გაუარესებას. დარწმუნებული ვარ, განწყობებში შემცირება, ისევ გაიზრდება უფრო პოზიტიურ განწყობებში.
რაც შეეხება ბიზნესმოლოდინებს, გრაფიკზე კარგად ვნახეთ, იქ სადაც იყო გაურკვევლობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, განწყობები ეცემოდა. დღეს განწყობები იზრდება“, – განაცხადა ვეფხვაძემ.