ლევან დავითაშვილი ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

დღევანდელი შეხვედრის თემაა ცვლილებების პერიოდში რეგიონალური თანამშრომლობის გამოცოცხლება, ნამდვილად ცვალებადი პირობები არსებობს, ძლიერდება ჩვენი გუნდური მუშობა იმისათვის, რომ ერთობლივი მიზნებით, ეს დაკმაყოფილებული და შესრულებული იყოს ინკლუზიური მწვანე განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პატივია, რომ თბილისი მასპინძლობს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.
„მინდა გულწრფელად მივესალმო ყველა დელეგაციას თბილისში და პარტნიორებს, ყველა სტუმარს. მიხარია, რომ საქართველო მასპინძლობს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ეს ღონისძიება, რომელიც 2016 წელს დაიწყო, ეს არის რეგიონალური პარტნიორობა, მდგრადი განვითარებისთვის, ზიარი კეთილდღეობისთვის და მედეგობისთვის რეგიონში. ჩვენი სტრატეგიების საფუძველზე და იმ ჩარჩოს შეთანხმებების საფუძველზე, რომელიც გამოყენებულია ჩვენი პოლიტიკის გაწერისთვის, ჩვენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს ვუზიარებთ ერთმანეთს რეგიონში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. დღევანდელი შეხვედრის თემა არის ცვლილებების პერიოდში რეგიონალური თანამშრომლობის გამოცოცხლება, ნამდვილად ცვალებადი პირობები არსებობს, ძლიერდება ჩვენი გუნდური მუშობა იმისათვის, რომ ერთობლივი მიზნებით, ეს დაკმაყოფილებული და შესრულებული იყოს ინკლუზიური მწვანე განვითარებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.