ლევან დავითაშვილი – ჩვენ პროაქტიულად ავიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს, ამაზე ახლა მიდის ევროკომისიასთან ერთად მუშაობა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განახლება მოხდება.
მისივე თქმით, ხელისუფლება პროაქტიულად აიღებს დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს.
„ერთი არის, 9 პრიორიტეტი, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსთან დაკავშირებით და რომელიც უკვე მთავრობის მიერ არის შემუშავებული – მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებელი უწყებებით, პირებით და „დედლაინებით“. მეორე არის, ევროპასთან მეგაყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაბამისად განსაზღვრული პირობები და ვალდებულებები, რომელსაც თანმიმდევრულად ვასრულებთ, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განახლება – რევიზია. ჩვენ პროაქტიულად ავიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რომ გარკვეული მიმართულებით რეფორმები დაჩქარდეს. ამაზე ახლა მიდის ევროკომისიასთან ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ეს იყოს შეჯერებული დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი