ლევან დავითაშვილი – სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც – ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, რეაგირებას საჭიროებს

არჩევნები სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ საარჩევნო პროცესში რაიმე დარღვევა დადასტურდა, მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ იყოს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი დარღვევა, თუ ასეთი დადასტურდა, რეაგირების გარეშე არ იყოს. ჩვენ მუდმივად უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს. არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება ეს, მაგრამ განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებს. 3 111 უბანი იყო და ფაქტობრივად არ იყო არათუ დარღვევა, სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ, სამაგალითოდ, მაღალ დონზე ჩატარდა, ორგანიზაციული კუთხითაც, მათ შორის ინოვაციების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩატარდა წარმატებით, თუმცა ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, რეაგირებას საჭიროებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში