ლევან გოგიჩაიშვილი – „ნაცებმა“ იმიტომ ააყირავეს მაგიდა, რომ იცოდნენ, ვერც მელია და ვერც „ნაცების“ კანდიდატი ვერ იქნებოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატი

„ნაცებმა“ იმიტომ ააყირავეს მაგიდა, რომ იცოდნენ, ვერც მელია და ვერც „ნაცების“ კანდიდატი ვერ იქნებოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატი , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არსებობდა ადამიანი, რომელზეც მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმება აბსოლუტურად შესაძლებელი იყო და ეს არის .
„თბილისის მოგების 150%-იანი შანსი იყო, თუ სხვა პარტიებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და გვეყოლებოდა საერთო კანდიდატი. მე მესმის, რატომ ააყირავა 4-მა ნომერმა [მაგიდა]. მე მესმის მათი ბოიკოტის მიზეზი, მარტივია, პრაგმატულია. ჩათვალეს, რომ მელია ვერ იქნებოდა საერთო კანდიდატი, სხვა ინტერესი არ ჰქონდათ თვითმმართველობის ს. აბა ყოფილიყო მელია მაგათი კანდიდატი, პირველი მაგათი პარტია დაიძახებდა, რომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ.
არსებობდა კანდიდატი, რომელზეც შეთანხმება შეიძლებოდა, უმარტივესი იყო, შეთანხმება შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილი დათანხმდებოდა ამ შეთავაზებას, თუ ის დარწმუნდებოდა, რომ ის იყო ოთხივე პოლიტიკური ორგანიზაციის კანდიდატი. ეს აბსოლუტურად მისაღწევი იყო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილი 8 სექტემბერს, მელიქიშვილზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, აქციის მონაწილეებისთვის ორგანიზებული ხალხის დახვედრება „ოცნების“ მიერ იყო დადგმული.
„გუშინ პროტესტს ნავთი დაასხეს პირდაპირი მნიშვნელობით. ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს ადამიანები მოდიოდნენ და თავის აზრს გამოხატავდნენ, ზოგი შეიძლება ეთიკის ნორმებს სცდებოდა, მაგრამ ის, რომ ორგანიზებული ხალხი დაახვედრეს და აცემინეს ქალები, ეს თავიდან ბოლომდე დადგმული იყო…
არის ის ველური, რომელიც გუშინ ქალს სცემდა. ეს არის კოლექტიური სახე შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის. ესენი რომ კაცები იყვნენ, სხვანაირადაც შეიძლებოდა საუბარი, მაგრამ არარაობები არიან. ქალის მცემელ კაცებზე რა კომენტარი უნდა გააკეთო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ