ლევან ბეჟაშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი სცემეს, შემდეგ პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს კლინიკაში და წავიდნენ – “ხარებას” და მისი დაჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდება

ჩვენი ინფორმაციით, სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს (ინგოროყვას კლინიკაში) და წავიდნენ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
“მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის დასმა “ხარებას” მიმართ და მისი დაჯგუფების მიმართ. ვერ ვხედავთ აქ გამომძიებლებს, რომლებიც უნდა აფიქსირდებდნენ ამას და გამოძიებას უნდა იწყებდნენ დაუყოვნებლივ, ადგენდნენ მტკიცებულებებს, ვიდეოს უნდა იღებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ხაბეიშვილი სცემეს, პოლიციას ჩაუსვეს მანქანაში, მოიყვანეს, დატოვეს და წავიდნენ. არც კი ვიცით რომელმა ეკიპაჟმა, ვინ გადასცა მათ ლევანი. არ ვიცით ვინ არიან, რათა დაიწყოს გამოძიება და მოხდეს რეაგირება”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის