ლევან ბეჟაშვილი – არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანები, გაზი გაუშვეს, ცდილობენ ვითარების გამწვავებას, მაგრამ ეს ხალხი სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული – ამ ხალხს ვერავინ მოერევა

რეალური სულისკვეთება და რეალური ხალხის აზრი სუფევს აქ, ეს შეუჩერებელი პროცესია, ამ ხალხს ვერავინ ვერ მოერევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ს განცხადებით, ხელისუფლება პროცესის გამწვავების გზით მიდის, რადგან მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.
„აბსოლუტურად გაუგებარია მრავალ ათასიანი მიტინგი ვნახეთ ჩვენ, აბსოლუტურად მშვიდობიანი და უცბათ, არსაიდან გაჩნდნენ რობოკოპები, გაზი გაუშვეს, წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. პირდაპირ გამწვავებაზე მიდიან იმიტომ, რომ მათთვის მშვიდობიანი დემონსტრაცია მიუღებელია.
ცდილობენ ვითარების გამწვავებას განსაკუთრებით ხვალინდელი კონტრაქციის წინ, მაგრამ ეს ხალხი მერწმუნეთ, სულ სხვა სულისკვეთებითაა მოსული. ეს ის ხალხი არ არის, ვისაც ხვალ ჩამოიყვანენ ნაძალადევად სამსახურიდან გაშვების შიშით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება