ლევან ალაფიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე – ის არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას

საშინაო და პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების დაკავებისა და ცემის საქმეები გამოუძიებელი რჩება.
აქციის მონაწილეებს დაუსაბუთებლად არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით პოლიციელების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კი აჯარიმებენ, მაგრამ არ დასტურდება დემონსტრანტების მიერ „გზის სავალი ნაწილის გადაკვეთის“ მოტივით დაკავებები. ფაქტია, რომ 51 მოქალაქეა დაკავებული.
რაზე მიუთითებს ჯერ პოლიციელების ქცევა, შემდეგ კი მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენები?
– ეს ყველაფერი არის გაგრძელება სა, რომლის სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ვფიქრობ ფართო კონსენსუსია. რაც ხდება, ასევე გაგრძელებაა პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების, რომ საქართველო 2030 წლამდე ევროკომისიის წინაშე არ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
საზოგადოების აღშფოთების ჩასახშობად პირველი რაც გააკეთა ლეგიტიმაცია ნაკლულმა ახლად არჩეულმა პარლამენტმა გაამკაცრა კანონი და ამ კანონებით ცდილობს დემონსტრანტების დასჯას. ანუ იმ ხალხის დასჯას, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში დემოკრატიას და ქვეყნისთვის ევროპულ არჩევანს.
საზოგადოების აღშფოთების ჩასახშობად პირველი რაც გააკეთა ლეგიტიმაცია ნაკლულმა ახლად არჩეულმა პარლამენტმა გაამკაცრა კანონი და ამ კანონებით ცდილობს დემონსტრანტების დასჯას. ანუ იმ ხალხის დასჯას, რომლებიც ითხოვენ ქვეყანაში დემოკრატიას და ქვეყნისთვის ევროპულ არჩევანს
ეს გასაგებია, მაგრამ რისთვის აკეთებს ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ეს გახლავთ ხალხის დაშინება, თუმცა, ვფიქრობ, იგი ამ მიზანს ვერ აღწევს. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და უცხოელებთან ურთიერთობას, იგი ცდილობს ყველასთან ვაჭრობას, ვისთანაც ეს შესაძლებელია, საკუთარი თავის გადასარჩენად, ვგულისხმობ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„ქართული ოცნება“ აქციებზე დაკავებულებით დაახლოებით ისე ვაჭრობს, როგორც ძველ დროს ტყვეებით ვაჭრობდნენ. არალეგიტიმურ პარლამენტს, მის მიერვე მიღებული კანონებით დაკავებული დემონსტრანტები ტყვეობაში ჰყავს აყვანილი.
„ქართული ოცნება“ აქციებზე დაკავებულებით დაახლოებით ისე ვაჭრობს, როგორც ძველ დროს ტყვეებით ვაჭრობდნენ. არალეგიტიმურ პარლამენტს, მის მიერვე მიღებული კანონებით დაკავებული დემონსტრანტები ტყვეობაში ჰყავს აყვანილი
ასეთია მოკლე შეფასება იმისა, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, პოლიციელთა და მოსამართლეთა ქცევას.
– ბათუმელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არც უმსჯელია.
პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაკავებული მზია ამაღლობელი ციხეში რჩება. პოლიციელთან შეხლა-შემოხლის გამო, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მიუსაჯონ.
როგორ შეაფასებდით იმას, რაც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ხდება?
– სხვა შემთხვევაში, ეს უწყინარი ფაქტი, შესაძლოა, ყოფილიყო თავად პოლიციისთვის და მასზე რეაგირებაც კი არ მოეხდინა, მაგრამ, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების ლოგიკას თუ გავითვალისწინებთ, არალეგიტიმური პოლიტიკური სისტემა არ დაუშვებს ამაღლობელის საქმეზე მცირე გამონაკლისად კი. „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, რომ მის სისტემას და სისტემის დამცველ პოლიციელს რაიმე ჩრდილი მიადგეს. სხვა შემთხვევაშიც, ხარება იქნება თუ მისი „ნიღბოსნები“, „ქართული ოცნება“ ასე მოიქცევა.
არალეგიტიმური პოლიტიკური სისტემა არ დაუშვებს ამაღლობელის საქმეზე მცირე გამონაკლისსაც კი. „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, რომ მის სისტემას და სისტემის დამცველ პოლიციელს რაიმე ჩრდილი მიადგეს
ასე მოიქცევა იმის გამო, რომ არ დაუშვებს მისი ტოტალიტარული მითის დანგრევას. როცა ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე, იგი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ახლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასეთი ქცევა მას ხელშეუხებლობას მატებს, ამიტომაც იცავს პოლიციელებს, რომლებიც ქუჩაში პატარა გოგო-ბიჭებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებდნენ, მაგრამ, ეს ყველაფერი საქართველოში რომ შეუძლებელია, მგონი თავადაც არ ესმით. დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ღირებულებებისადმი ერთგულება იმდენად გათავისებული აქვს ხალხს, ამდაგვარი რაღაცები უკვე ღიმილის მომგვრელია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასეთი ქცევა მას ხელშეუხებლობას მატებს, ამიტომაც იცავს პოლიციელებს, რომლებიც ქუჩაში პატარა გოგო-ბიჭებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკავებდნენ, მაგრამ, ეს ყველაფერი საქართველოში რომ შეუძლებელია, მგონი თავადაც არ ესმით
გაიხსენეთ აბა რას ამბობს რეპრესირებული მზია ამაღლობელი – „მე იმიტომ კი არ ვშიმშილობ, რომ გათავისუფლებას მივაღწიო, მე პროტესტს ვაცხადებ და ვშიმშილობ იმიტომ რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი დავიცვა.“ როცა ბრალდებული ამბობს ამას, იმასაც ამბობს რომ თქვენგან არანაირი შეღავათი არ მინდა.
ბრალდებულის ასეთი პოზიციაა სწორედ ხელისუფლების დამარცხება.
ს სასტუმრო „შერატონში“ პარტია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმასა და ცემის კადრები სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურას გადასცა.
სასტუმროს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ინციდენტის ამსახველი კადრები მას თავისთვის არ დაუტოვებია. არადა, გახარიას ადვოკატები მათგან კარგა ხანია ელოდებიან ამ კადრების გადაცემას.
რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურს ინციდენტის ამსახველი კადრები თავისთან არ დაუტოვებია?
– მე არ მახსენდება და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგა ადვოკატები განსხვავებულად ფიქრობდნენ, რომ ასეთ შემთხვევებში, როცა საქმე კადრების ამოღებას და დაზარალებულისთვის გადაცემას ეხება, მთელი სერვერები წაეღოთ.
მაქსიმუმ ერთ საათიანი ინციდენტის შემცველი კადრების ამოღებისთვის პროკურატურას გადაეცა სასტუმროს მთელი სერვერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას წაღებული აქვს სასტუმრო „შერატონის“ ერთი თვის ჩანაწერები.
პერსონალური მონაცემები უგულებელყო ყველამ, უპირველესად სასტუმროს ადმინისტრაციამ და გამოძიებამ. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მომხდარი რეაგირების გარეშე დატოვა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა. მე ახლა მას საჯაროდ მოვუწოდებ – თვალი მიადევნოს დაცულია თუ არ მათი მონაცემები, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასტუმროში იმყოფებოდა.
თუ თემას გავაგრძელებთ, შეგახსენებთ თუ როგორ მოიქცა არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება. -ს თავმჯდომარეს ათქმევინა – დაიწყეთ გამოძიებაო. გამოძიებამ, პირველი რაც გააკეთა, არჩევნების მთელი სერვერები წაიღო. ანუ ინფორმაცია იმაზე, საარჩევნო სიაში მყოფელთაგან თუ ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ოპოზიცია ითხოვდა.
ცესკო-დან საარჩევნო სიების სერვერის წაღება იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი გამომძიებელი, უცხოელიც რომ იყოს, ცესკო-ს სერვერებზე წვდომის გარეშე ვერ შეძლებს ვერაფრის გამოძიებას.
ცესკო-დან საარჩევნო სიების სერვერის წაღება იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი გამომძიებელი, უცხოელიც რომ იყოს, ცესკო-ს სერვერებზე წვდომის გარეშე ვერ შეძლებს ვერაფრის გამოძიებას
„შერატონში“ მომხდარზე სასტუმროს უსაფრთხოების სერვერების გარეშე ვერაფერს ვერავინ ვერ გამოიძიებს. ეს სერვერები კი ახლა ხელისუფლებას და პროკურატურას აქვს. საუბარია იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც სრული ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
გახარიას საქმეს პროკურატურა განჭვრეტადი ვადით გააჭიანურებენ გამოძიებას. მითუმეტეს რომ გამოძიებას ვადა არ აქვს. უარეს შემთხვევაში პროკურატურა სასტუმროდან ამ საქმესთან დაკავშირებულ კადრებს გაანადგურებს.
იძულებული ვარ უკვე ნათქვამი გავიმეორო – ვინ არიან გახარიაზე თავდამსხმელები? ისინი, ვისზეც დგას ხელისუფლება, უფრო სწორად, როგორც ხალხში ამბობენ – ე.წ. ხელისუფლება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს იმის პრეცედენტს, ვისზეც დგას მისი ხელისუფლება ისინი დაისაჯონ. ამ საქმეში მათ შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი თავად გაასაჯაროვეს. ეს მათ რომ არ გაეკეთებინათ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა მომხდარის დეტალები.
– ბათუმის სასტუმრო შერატონში“ გახარიაზე თავდასხმის საქმეზე პრემიერმა ირაკლი მ განაცხადა – „ფიზიკური აგრესიის წამოწყება მოხდა გახარიას მხრიდან – როცა ადამიანი გეუბნება მარტივ ჭეშმარიტებას -„შენ ხარ ნაცი“, „შენ ხარ ჯაშუში“, როცა რასაც გეუბნება, სიმართლეა, გეკისრება თმენის ვალდებულება“.
არ ვიცით, სინამდვილეში რა უთხრა დეპუტატმა სამხარაძემ გახარიას. მაგრამ, თმენის ვალდებულება წესით უნდა ჰქონოდათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს“ როცა აბუ დაბიში მათ ინციდენტი ჰქონდათ საქართველოს მოქალაქესთან, რისთვისაც არაბეთის საემიროებში დაკავებულიც იყვნენ.
გახარიას თემაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას როგორ შეაფასებდით?
– როდესაც ხელისუფლება თანმიმდევრულად ძალადობაზე დგას, მისგან ძალადობის გამართლება გასაკვირი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება აბუ დაბიში მომხდარს. აბუ დაბის ინციდენტი არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ იქ მომხდარი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ დეპუტატებისთვის დაწესებული ჯარიმა ვინ გადაიხადა? ამ პროცესში საელჩო და ჩვენი სახელმწიფო როგორ იყო ჩართული.? რაც კულუარებიდან გამოვიდა ვიცით, მხედველობაში მაქვს თბილისიდან ზარები და ის, თუ როგორ მიუჩინა ადგილი არაბეთის საემირომ ჩვენ ხელისუფლებას. ხელისუფლებამ მოძალადეები დაიხსნა.
როდესაც ხელისუფლება თანმიმდევრულად ძალადობაზე დგას, მისგან ძალადობის გამართლება გასაკვირი არ უნდა იყოს
არ ვიცი, არაბეთის საემიროებში ჩვენს მოქალაქეებს მანამდე რამე დაუშავებიათ თუ არა, მაგრამ, არ გვახსენდება, რომ ჩვენი სახელმწიფო ასე გამოსარჩლებოდა საქართველოს მოქალაქეს.
საქმე ისაა, რომ ზარქუა და სანიკიძე მათი მოძალადეები არიან და ამიტომ გამოესარჩლენ. არა მარტო გამოესარჩლენ, მათი ძალადობა წაახალისეს კიდეც. „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვა, რომ ზარქუა და სანიკიძე არაბეთის საემიროებში დასჯილიყვნენ.
– ვხედავთ, რომ პოლიტიკური დატვირთვის მქონე და შემცველ თემებზე გაუმართავია როგორც პოლიციის საქმიანო, გამოძიების სისტემა, ისე სასამართლოს საქმიანობა.
უფრო სწორად „იმდენად გამართულია“, რომ მათი ქმედებების ერთობლიობა ძალიან ცუდ სურათს ქმნის და უამრავ კითხვებს აჩენს…
– თქვენთან და თქვენს კოლეგებთან ინტერვიუებში წლებია ვსაუბრობ იმ სახიფათო ტენდენციაზე, რასაც 2013 წლიდან ვადევნებ თვალს.
სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ინსტიტუტების რეალურად დამოუკიდებლად საქმიანობაზე დგას დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეების ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
2013 წლიდან, თუკი რამეში მიაღწია წარმატებას „ქართულმა ოცნებამ“ ეს გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუტების დეინსტიტუციონალიზაცია. საქართველოში არ დარჩა საჯარო ინსტიტუტი, რომელიც ან დისკრედიტირებული, ან განადგურებული არაა.
2013 წლიდან, თუკი რამეში მიაღწია წარმატებას „ქართულმა ოცნებამ“ ეს გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუტების დეინსტიტუციონალიზაცია. საქართველოში არ დარჩა საჯარო ინსტიტუტი, რომელიც ან დისკრედიტირებული, ან განადგურებული არაა
როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, იქ დემოკრატიულ სახელმწიფოსა და ინსტიტუტების დემოკრატიულ მმართველობაზე საუბარი ზედმეტია. „ქართული ოცნების“ გუნდმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა. ინსტიტუციებ მოშლილი დემოკრატია მიმზიდველი არც ევროკავშირისთვის, არც ამერიკისთვის და არც არავისთვის არ იქნება.
ინსტიტუტების მოშლის მიზანია მმართველი გუნდის ძალაუფლების გამყარება. თუ სამოქალაქო საზოგადოება უფრო პასუხისმგებლობიანი აღმოჩნდა და დემოკრატიულმა სამყარომ მათთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, სახელმწიფო სტრუქტურები იმდენად ჩამოშლილია, რომ არავის მოუნდეს თარომ მათ დემოკრატიულმა ქვეყნებმა მათთან თანამშრომლობა, ეს ევროკავშირი იქნება თუ ამერიკა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები.
ეს არის ის, რაშიც „ქართული ოცნების“ პარტიამ „წარმატებას“ ნამდვილად მიაღწია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი