“ლევან აბაშიძე – საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული ქართული კინოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი” – უცნობი ფოტოები და ისტორიები – Marao

გვერდი Cinema Icons Georgia ლევან აბაშიძის ნაკლებად ცნობილ ფოტოს აქვეყნებს: “ლევან აბაშიძე – საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული ქართული კინოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი.”
გასული საუკუნის 90-იანები. ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. უცბად ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე საათში უკვე სოხუმისკენ მიფრინავდა. პირველივე დღეს სხვა მებრძოლებთან ერთად პოზიციაზე დადგა და იმავე დღეს დაიღუპა.
ლევან აბაშიძე თბილისში სილამაზით ცნობილი წყვილის, მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის შვილი იყო. მსახიობი, თეკლა ბატონიშვილის მხრიდან, ერეკლე მეფის პირდაპირ შთამომავალი იყო.
ლევან აბაშიძე 1992 წლის 7 სექტემბერს ს ომში დაიღუპა. მსახიობი მაშინ 29 წლის იყო.
“დედა, მე მივდივარ სოხუმში!” გავშეშდი… იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? – მკითხა, ვერაფერი ვუპასუხე” – ასე იხსენებდა შვილთან უკანასკნელ შეხვედრას ქალბატონი მანანა ხიდაშელი, რომელთან ინტერვიუც მსახიობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.
კითხვაზე, რას ეტყოდა შვილს დღეს, მანანა ხიდაშელი პასუხობს: „რა ვიცი, რას ვეტყოდი… სად წახვედი, შვილო, რატომ წახვედი-მეთქი…“
“ლევან აბაშიძეს შვილებისგან ვერ ვარჩევდი, ისე მიყვარდა.ჩემი სანდროს საუკეთესო მეგობარი იყო. მას კი ისეთი ინტუიცია აქვს, სამეგობროდ მხოლოდ სუფთა ადამიანებს ირჩევს. მისი ყოველი შემოსვლა ჩვენთან ოჯახში, იცით, მზე რომ კაშკაშს იწყებს ხოლმე, ისეთი იყო. თითქოს ნათელ სხივს დაატარებდა – სითბოს, სიკეთეს…
რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას მასთან, როგორც პარტნიორთან, განაპირობებდა მისი დიდი მსახიობური ტალანტი. ამიტომაც მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ლევანის ბრწყინვალე ეკრანული სახეები მხოლოდ პრელუდია იყო იმ დიდი შემოქმედებითი გზისა, რაც მას აუცილებლად უნდა გაევლო. ვაგლახ, რომ ძალიან დამაკლდა, ძალიან… განა მარტო მე?” – ამბობდა გენიალური სოფიკო ჭიაურელი ყველასთვის საყვარელ მსახიობზე, ლევან აბაშიძეზე.
ლევანისა და სოფიკოს გზები ლანა ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” გადაიკვეთა, სადაც ისინი დედა-შვილს განასახიერებდნენ. ლევანი მაშინ 15 წლის იყო, სოფიკო – 41-ის.
„ბავ­შვი ვიყავი და უხერ­ხუ­ლო­ბის მო­მენ­ტი მქონ­და. არ ვი­ცო­დი, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვიქ­ნე­ბო­დი, დი­დად არ მინ­დო­და, ვერ ვხვდე­ბო­დი, სა­ერ­თოდ რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და რას მო­ი­თხოვ­დნენ ჩემ­გან.
გიომ მი­თხრა, წა­მო­დი, ლე­ვანს გა­გაც­ნო­ბ; წა­მომ­ყე­ვი, არ გინ­და, ფილმზე ნუ ფიქ­რო­ბ, უბ­რა­ლოდ, ლე­ვა­ნი მინ­და გა­გაც­ნოო.
იქ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ვი­ცა­ნი, და­ვუ­მე­გობ­რდი… ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო ჩემ­თვის და უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი, ფილმში რა იქ­ნე­ბო­და და რო­გორ. ფილ­მის გა­და­ღე­ბა იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლე იყო, იმ­დე­ნად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სულ მა­გათ­თან ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, გა­და­მე­ღო, ლე­ვან­თან მე­ურ­თი­ერ­თა… ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ამას ვე­ლო­დე­ბო­დი.
ბო­ლოს რომ ვნა­ხე, სუფ­რა იყო თუ რა, არ მახ­სოვს… ამო­ვი­და, სულ თეთ­რებ­ში იყო. მე რა­ღა­ცა­ზე გავ­ბრაზ­დი, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, და ავ­ვარ­დი ზე­მოთ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად აღარ ჩა­მოვ­დი­ო­დი. ლე­ვა­ნი მე­ძახ­და, მივ­დი­ვარ, მივ­დი­ვარ, ჩა­მო­დი, ჩა­მო­დიო. მე იქი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სი­ტუ­ა­ცი­ას და მახ­სოვს, ზუს­ტად აქ იყო და ხელი და­მიქ­ნია, მო­ვა­ლო, მო­ვა­ლო კი­დევ. ასე მი­თხრა და წა­ვი­და” – იხსენებს ნუცა.
მარადიულ პრინცად დარჩენილი მსახიობი ლევან აბაშიძეა, მისი და მიკაელა სტრიმბეანის განთქმული სასიყვარულო ისტორია დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, გამორჩეული ნიჭისა თუ სილამაზის წყალობით, არ გასჭირვებია გულშემატკივრების არმიის გაჩენა. მისი გულის მონადირებას არაერთი გოგონა ცდილობდა, ბევრი სასიყვარულო ისტორიის მიუხედავად კი, ცხოვრების მეგზურად მოლდოველი მსახიობი მიკაელა სტრიმბეანუ აირჩია. 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოსაც კი შეადარა.
მიეკაელას შემოქმედებას მოლდოვაში კარგად იცნობენ, არაერთი როლი აქვს ნათამაშები სხვადასხვა სპექტაკლსა თუ ფილმში, ის მოლდოვის სახალხო არტისტია. საქართველოში კი ის სულ სხვა ისტორიით გაიცნეს – ის ხომ ლეგენდარულ ქართველ მსახიობს, ლევან აბაშიძეს უყვარდა. წყვილმა ერთმანეთუ საქართველოში, „ქართულ ფილმთან“ გაიცნეს. მიკა გადაღებიდან გამოვიდა და ტაქსი უნდა გაეჩერებინა. ამ დროს მსახიობმა თემო გვალიამ მანქანა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. მანქანაში ღამის გადაღებიდან მომავალი მეთევზის ფორმაში გამოწყობილი ლევანი იჯდა. „არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი.“
რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და, რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ერთად 4 წელი გაატარეს.
მიკა ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სამშობლოში ბრუნდებოდა, რათა მის მიერ თბილისში გავლილი კურსი იქ ჩაეთვალათ. ერთ-ერთი ასეთი გაცილების დროს, როცა ლევანმა მიკას აეროპორტში ყვავილებით მიაკითხა, დამშვიდობებისას მიკამ, რატომღაც, ტირილი დაიწყო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, ლევანი ვერ მიხვდა მიზეზს, უთხრა, მალე ისევ ერთად იქნებოდნენ და როცა მიკა დაბრუნდებოდა, ლევანი კვლავ აეროპორტში დახვდებოდა ყვავილების თაიგულით, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ლევანი აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა. ერთადერთი რასაც ნანობს, შვილის არგაჩენაა. ამბობს, რომ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა: „ძალიან ვნანობ, რომ ლევანისგან შვილი არ გავაჩინე. მქონდა ამის შესაძლებლობა, ლევანისგან ორსულად დავრჩი, მალევე, როცა გავიცანი. მაშინ დავსხედით მე, ლევანი და დედამისი და ასეთი ოჯახური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ დაგვეტოვებინა ბავშვი. თუ ბავშვს გავაჩენდი, მაშინ სწავლისთვის თავი უნდა დამენებებინა, მე კი 4 წლით ჩემებთან უნდა დავრჩენილიყავი. ბავშვის ყოლა სამომავლოდ გადავდეთ, შემდეგ კი ომი დაიწყო და, სამწუხაროდ, ლევანი გარდაიცვალა.”
„ლევანის გარდაცვალების შემდეგ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჰგავს. ერთი დარბაზი უნდა გაავსო ადამიანებით, რომ ყველა მათგანისგან შექმნა ისეთი სული, გონება, ტალანტი და სილამაზე, რომელიც ლევანს ჰქონდა.”
საქართველოში აღარ გაჩერებულა, ახლა მხოლოდ ლევანის დაბადების და გარდაცვალების დღეს ჩამოდის. განსხვავებით ძველი დროისგან, ახლა, სამწუხაროდ, მას აეროპორტში ყვავილებით ხელში აღარავინ ელოდება…
“ლევან, ძალიან ვამაყობ შენით და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. შენ გთხოვ, არ იდარდო, რომ აქ მარტო დამტოვე, იმიტომ რომ შენ მასწავლე, როგორ უნდა ვიყო ძალიან ძლიერი ადამიანი და იქ რომ მოვალ, აუცილებლად გიპოვნი, იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არ კვდება,” – სწორედ ამ სიტყვებით დასრულა ერთ-ერთი ინტერვიუ მიეკაელამ.