,,ლევანი მოვიდა საღ-სალამათი, მაგრამ ტანსაცმელ-შემოხეული“ –

ჟურნალისტი მეუღლის, პარტია ,,საქართველოსთვის” წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც რუსთაველზე დააკავეს:
,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ლევანი კარგადაა, ახლა ვესაუბრე, მას ისევ რუსთაველზე ნახავთ. მოვიდა საღ-სალამათი, მაგრამ ტანსაცმელ-შემოხეული. ნახავდით რამდენი კაცი შეესია:)
მადლობა მხარდაჭერისთვის, მერიდება კიდეც ლევანზე საუბარი, ამდენი უსამართლოდ დაკავებული პატარა ბიჭების და მოშიმშილეების ფონზე. აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვერაფერს ივანიშვილი ვერ გახდება. დღევანდელი დღე იყო მაინც ძალიან ლამაზი: რუსთაველზე მივედი და ჩემი თვალით ვნახე ხალხმა როგორ გაყარა თვითმარქვია პოლიცია. ასე გავდევნით რეჟიმს ამ ქვეყნიდან.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს