ლევანდოვსკიმ, ამ მომენტისთვის, მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ბარსელონას” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ Marca-სთან საუბარში განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს ახლა საუკეთესო ფეხბურთელად.
“ბლაუგრანას” ფორვარდი ორიგინალური არ ყოფილა და ასეთ მოთამაშეებად “რეალისა” და პსჟ-ს ლიდერები დაასახელა.
“ძნელია საუკეთესოს დასახელება, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები და ევროპის ჩემპიონატია. თუმცა, ამ მომენტში კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები არიან,” – თქვა პოლონელმა.
ლევანდოვსკი “ბარსას” რიგებში 2022 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. მიმდინარე სეზონში, რობერტმა “ბარსელონას” მაისურით, ჯამში 43 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და
9 შედეგიანი პასი გააკეთა.