ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა – ავსტრიამ პოლონეთს სძლია

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში ავსტრიამ პოლონეთი 3:1 დაამარცხა.
ავსტრია დებიუტში ტრაუნერმა დააწინაურა, პიონტეკმა კი ანგარიში გაათანაბრა. მე-60 წუთზე შეცვლაზე პოლონელთა ლიდერი ლევანდოვსკი შევიდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. ავსტრიელებმა კი ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს – შჩესნის კარი ჯერ ბაუმგარტნერმა დალაშქრა, ხოლო შემდეგ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი არნაუტოვიჩმა გამოიყენა.
ავსტრიას სამი ქულა ქვს, პოლონეთი კი უქულოდაა. დღეს ამ ჯგუფში ნიდერლანდები საფრანგეთს შეხვდება.
ჯგუფში ბოლო ტური 25 ივნისს ჩატარდება: პოლონეთი საფრანგეთს, ხოლო ავსტრია ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
პოლონეთი – ავსტრია 1:3
გოლები:
0:1 ტრაუნერი (9), 1:1 პიონტეკი (30), 1:2 ბაუმგარტნერი (66), 1:3 არნაუტოვიჩი (78, პენ)