ლეგენდები მიდიან. “ლივერპულში” დიდი წმენდა იწყება – მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ ალისონი, ვირგილ ვან დეიკი და მოჰამედ სალაჰი ლეგენდები არიან, მაგრამ ჩვეულ დონეზე ვეღარ თამაშობენ და მათი წასვლის დრო მოვიდა. მერსისაიდულის კლუბის მფლობელი ამერიკული კომპანია Fenway Sports Group Fenway Sports Group (FSG) და დირექტორები მაიკლ ედვარდსი და რიჩარდ ჰიუზი გუნდის სერიოზულად გადახალისებას გეგმავენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ენდრიუ რობერტსონს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და დაემშვიდობებიან.
დიდი ალბათობით, ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდება. ვან დეიკის შემცვლელად „ლაიფციგის“ 23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის კასტელო ლიუკებას დამატებას აპირებენ, რომლის გამოსასყიდი ფასი 80.5 მილიონი ევროა. სალაჰის ნაცვლად კი „ჰოფენჰაიმის“ 20 წლის კოტ-დ’ივუარელი გარემარბის ბაზუმანა ტურეს შეძენა აქვთ გადაწყვეტილი. მისი ტრანსფერი დაახლოებით 40 მილიონი დაუჯდებათ.
„წითლები“ მცველ იბრაიმა კონატესთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე მუშაობენ. ასე რომ, მომავალ სეზონში სერიოზულად სახეცვლილ „ლივერპულს“ ვიხილავთ.