სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა ევროპის სროლის კონფედერაციის გენერალურ ასამბლეას.
ასამბლეაზე რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდიუმის წევრების არჩევნები. პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ალექსანდრე რატნერი.
აღსანიშნიშნავი და სასიხარულოა, რომ ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნდობა გამოუცხადეს და აირჩიეს სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, გინესის რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს ქალბატონ ნინოს ახალ მნიშვნელოვან წარმატებას, უსურვებს წინსვლას და ნაყოფიერ მოღვაწეობას.
GEONOC.ORG.GE
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
სალუქვაძემ წარუმატებლად ისროლა და ფინალში ვერ მოხვდა
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე – სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს…
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს




