“ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი სხდომა ისტორიულია, ვინაიდან კულტურა და განათლება ჩვენი ქვეყნის ხერხემალია. მათი ერთობლიობა ქმნის იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფია ჰქვია. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ინსტიტუციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფია შექმნეს და ის ახალგაზრდები გამოზარდეს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეპოქა შექმნეს.
ერთია, რომ განათლება ენას გასწავლის, თუმცა შემდეგ ამ ენას როგორ გამოიყენებ და როგორ შექმნი ქვეყნის ისტორიას, დგება სწორედ თქვენს უნივერსიტეტებში. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგისმინოთ. ერთად ვიმსჯელოთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც არსებობს სახელოვნებო განათლების მიმართულებით.
სახელოვნებო განათლება არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას მისცემენ შესაბამისს პატივისცემას, იმ ღირსებას, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა.” – განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს უსმენენ [სტილი დაცულია]




