ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდი, 62 წლის ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“ ციხიდან გაათავისუფლეს.
მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილი ბრალდებულია მძიმე ორგანიზებულ დანაშაულებში, მათ შორისაა მკვლელობები, გამოძალვა, ფულის გათეთრება ევროპის მასშტაბით.
როგორც ბერძნული მედია წერს, ის ის უკვე მეორედ გათავისუფლდა, პირველად ის 2015 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. თუმცა, მან გათავისუფლების შემდეგ განაგრძო საქმიანობა მონაწილეობდა ორგანიზებულ დანაშაულში და 2018 წელს დააკავეს სალონიკში, სადაც ის ცხოვრობდა.
