ლაშა ფარულავა – ჩვენს ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ივანიშვილის გუნდი ცხადია, ჩვენს თანამოქალაქეებს ამის საშუალებას არ მისცემს

ჩვენს ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ივანიშვილის გუნდი ცხადია, ჩვენს თანამოქალაქეებს ამის საშუალებას არ მისცემს, რადგან სწორედ ივანიშვილის მმართველობის შედეგია, საქართველოს ასიათასობით მოქალაქის ემიგრაციაში წასვლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა ემიგრანტის ხმა ოპოზიციის მხარეს წავა, რაც ს გუნდისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ჩვენს ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, კენჭისყრაში მონაწილეობა თავისუფლად მიიღონ. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები და მათი რაოდენობა გაფართოვდეს. ცხადია, ამისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, თუმცა, იმის გამო, რომ კორუფციული, კლანური მმართველობაა ქვეყანაში, რაც სიღარიბის მთავარი წყაროა, ივანიშვილის გუნდი ცხადია, ამ საკითხს არ გადაწყვეტს და შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას არ მისცემს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. სწორედ, ივანიშვილის გუნდის და ამ მმართველობის შედეგია, რომ საქართველოს ასიათასობით მოქალაქე ქვეყნიდან წავიდა. ახლა უბრალოდ საშუალებას არ აძლევენ, კონსტიტუციური უფლება გამოიყენონ და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ცხადია, ემიგრანტების ყველა ხმა ოპოზიციის მხარეს წავა და ეს ივანიშვილის გუნდისთვის არის საფრთხე“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას