ლაშა ფარულავა – „ქართულ ოცნებას“ არაერთი “დედლაინი” ჰქონდა, რომ ხალხი ბრძოლას შეწყვეტდა, მაგრამ ისინი თავიანთ სიტყვებთან დამარცხდნენ – გაზაფხული იქნება ყველაზე სახალხო და წალეკავს ამ რეჟიმს

„ქართულ ოცნებას“ არაერთი “დედლაინი” ჰქონდა, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას შეწყვეტდა, რომ ჩვენთვის თავისუფლება არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი თავიანთ სიტყვებთან დამარცხდნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი მანამდე იქნება რუსთაველზე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“ქართულ ოცნებას” არაერთი “დედლაინი” ჰქონდა, რომ ქართველი ხალხი ბრძოლას შეწყვეტდა, რომ ჩვენთვის თავისუფლება არ არის მნიშვნელოვანი, ამას ამტკიცებდა “ოცნება”, მაგრამ ისინი თავიანთ სიტყვებთან დამარცხდნენ. საზოგადოება ერთიანია, ოპოზიცია ორ მთავარ მოთხოვნაში ერთიანია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი რუსული რეჟიმის გარეშე, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის [პირობებში] და მეორე ეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. ჩვენ სწორედ ამიტომ ვდგავართ რუსთაველზე და ვიდგებით მანამ, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. გაზაფხული იქნება ყველაზე სახალხო, რომელიც წალეკავს ამ რეჟიმს”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.