ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, 26 ოქტომბერს საზოგადოება, როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გააუქმებს, ასევე ივანიშვილის მმართველობას დაასრულებს.
„ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული კანონი ამოქმედდა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის, ცვლის საქართველოს საგარეო კურსს, ტრაექტორიას და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ერთიანობით პასუხს გასცემს არა მხოლოდ „რუსულ კანონს“, არამედ, ივანიშვილის მმართველობას დაასრულებს, ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად მივა ევროკავშირის წევრობამდე“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
