ლაშა ტყეშელაძე – ევროკავშირის 14-მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა -სთან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ

ევროკავშირის 14- მილიარდიანი დახმარება, უვიზო მიმოსვლა -თან, ამ ყველაფერს წინ ეღობება ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის სიკეთეები, რომელიც მოდის დასავლეთიდან,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 14 მილიარდიანი დახმარება მოხმარდება საქართველოს მოქალაქეებს.
„26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი. ამის შემდეგ ჩვენ შევქმნით ევროკავშირის დახმარებით და ევროკავშირის სტანდარტით ანტიკორუფციულ ბიუროს, ამის შემდეგ აშშ-თან გვექნება უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირიდან პირდაპირი გრანტის საშუალებით გამოგვეყოფა 14 მილიარდიანი დახმარება, რომელიც მოხმარდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ამ ყველაფერში ხელს გვიშლის ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ ისინი”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს