ლაშა ტუღუში – ის, რაც „MEGOBARI აქტის“ შესახებ ხდება, არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ მოგებას, ეს ნიშნავს კანონპროექტის მიღების გადავადებას – მე მათ ადგილზე ოპტიმისტი ვერ ვიქნებოდი, დღეს თუ არა ხვალ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ

როცა 300 ადამიანი ერთ პოზიციაზეა და 1 არის განსხვავებულ პოზიციაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოიგე, ეს ნიშნავს, რომ რაღაც შეიძლება გადაავადე, გარკვეულ დროში ამოისუნთქე – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე კონგრესმენ სტივ კოენის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „MEGOBARI აქტის“ მიღება სენატში ერთმა ადამიანმა „ჩაკლა“ და როგორც ჩანს, კანონპროექტს აღარ მიიღებენ“.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, -ის კონგრესსა და სენატში არსებობს ორპარტიული, დიდი თანხმობა იმაზე, რაც საქართველოში ხდება.
„ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მძიმდება ამ ე.წ. ხელისუფლების ავტორიტეტი. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ქვეყანას აზიანებს. ბევრს კი ესმის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში არ გამოხატავს უმრავლესობის ნებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს, მათი აზრით, მაინც წარმოადგენს კარგი თუ ცუდი ის გუნდი, რომელიც თავს ხელისუფლებას ეძახის. მასთან აქვთ პრეტენზიები და საქართველოს სახე ასე თუ ისე არის პოლიტიკოსების სწორედ ეს შემადგენლობა, რომელზეც გუშინ საუბრობდნენ, რომ ეს არის „ქართული კოშმარი“. ძალიან მნიშვნელოვანი კომისიაა ჰელსინკის კომისია. სამწუხაროდ, ეს არის გაბატონებული, დომინანტი აზრი დღეს დასავლეთში და ამ შემთხვევაში, სიურპრიზი არ არის. პრობლემა არის ის, რომ უფრო და უფრო უარესდება შეფასებები. რაც შეეხება გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, [საქართველოს მიმართ] რაღაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა – ის, რომ შეჩერდა სტრატეგიული თანამშრომლობა, ის, რომ ამოგვიღეს ბევრი პროგრამიდან. რომ არ იყოს ტრამპის ადმინისტრაცია ამ პროცესში ჩართული, ეს ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა. ის დისკუსიაც, რომელსაც ისმენდით, ნაწილია ზოგადი დამოკიდებულების. თუ ჩვენ იმ ტიპის ნაბიჯს ვგულისხმობთ, რაც არის მეგობრობის აქტის სანქციები, ასევე, ნაბიჯები გადაიდგას კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ბუნებრივია, ეს დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად მოხდება. პოლიტიკა არ იცვლება და რეჟიმების მიმართ, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას, მაინცდამაინც, კარგი დამოკიდებულება არ აქვს.
რაც შეეხება „MEGOBAR აქტთან“ დაკავშირებით კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას, მოდით, გავიხსენოთ პროცედურა, რომლითაც დაიძრა თავის დროზე ეს საკითხი. მაშინ ამ ტიპის რისკებზე იყო საუბარი. როცა დაჩქარებული წესით გინდა მსგავსი აქტის გადაწყვეტილების მიღება, მაშინ არის აბსოლუტური კონსენსუსი საჭირო. ეს რისკი ცხადია, არსებობდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება არ არის ორდინალური ქვეყანაში, ამიტომ ეს რისკი იქნა გაღებული. ნუ ამ რისკმა არ გაამართლა, იმიტომ, რომ გამოჩნდა პოლიტიკოსი, რომელმაც გაჭედა ეს პროცესი. ეს პრინციპში, დათვლადი იყო და ასეთი პროგნოზის გაკეთება თავის დროზე შესაძლებელი იყო, კეთდებოდა კიდეც. საბოლოოდ, ეს მაინც არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ როცა 300 ადამიანი ერთ პოზიციაზეა და 1 არის განსხვავებულ პოზიციაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მოიგე, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა შეიძლება გადაავადე, გარკვეულ დროში ამოისუნთქე. მაგრამ, ზოგადად, დამოკიდებულება ისეთია, რაც გვესმოდა კონგრესში. იქ იყვნენ „რესპუბლიკელებიც“, „დემოკრატებიც“, ისინი საუბრობდნენ, რომ უჩვეულო ვითარებაა აშშ-ის კონგრესში, სენატში. არსებობს ორპარტიული, დიდი თანხმობა იმისა, თუ რა ხდება საქართველოში. ყოველთვის გამოიძებნება ერთი, ორი ადამიანი, ძალიან დიდი უმცირესობა, რომელიც ხშირად არის მარგინალური ხასიათის და აქვს განსხვავებული შეხედულება, მაგრამ პოლიტიკა მაინც განისაზღვრება იმ შეთანხმებით, რაღაც პოზიციით, რომელიც, სამწუხაროდ, არსებობს ჩვენ მიმართ და ამ ადამიანების მიმართ, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის. მე მათ ადგილზე ვერ ვიქნებოდი ოპტიმისტი, იმიტომ, რომ, დღეს თუ არა ხვალ, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ მათაც და სახელმწიფოსაც“, – განაცხადა ტუღუშმა.
ამასთან, მან ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე მომხსენებლების, სა და ს გამოსვლებიც, ასევე „ქართული ოცნების“ პოზიციაც შეაფასა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი აშშ-ში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად ჩავიდნენ.
„ის, რაც ხდება ქვეყანაში, ცნობილია. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. საიდუმლო არაა, რომ ეს პარტია დგამს ნაბიჯებს, რომელიც არის წინააღმდეგობაში დემოკრატიასთან, სამართალთან და უკვე არის იზოლაციაში, პრაქტიკულად. შესაბამისად, რომც არ ჩავიდეს იქ თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი და არ გამოვიდეს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, რა, რამე შეიცვლებოდა? დადგებიან და კონგრესი ტაშს დაუკრავს, იტყვის რა გადასარევი დემოკრატიული ხელისუფლება გვყავს თუ რა? – რა თქმა უნდა, თავადაც არ სჯერათ, როცა ასეთ საუბარს იწყებენ. რაღაც ნაწილი დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც კიდევ სჯერა და ატყუებენ, ამ ზღაპრებით კვებავენ, ყველამ იცის მათი სახე რაცაა. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ცდილობს ქვეყანა მოაცილონ ამ დასავლურ ვექტორს. შეუძლებელია პარლამენტის თავმჯდომარე ყოველდღე აგინებდეს და ლანძღავდეს გერმანიის ელჩს. ხომ კარგად იციან ეს რას ნიშნავს?! რომც შეიცვალოს ხელისუფლება, ამის გამოსწორება, ამ წერტილიდან მერე გადმოყვანა ნორმალურ რეჟიმში, იქნება ურთულესი ამოცანა. იდეალური მთავრობა რომ მოვიდეს, მასაც გაუჭირდება, იმდენად ჩაანგრიეს, გააფუჭეს, აატალახეს ეს ურთიერთობები და ჭაობს დაამსგავსეს, აქამდე მივიდნენ, გერმანიის მთავრობა, რომ ეუბნება: „ხარ ცრუ“,- განაცხადა ტუღუშმა.