ლაშა რუხაია: დროშები დაუშვით დროულად, სანამ ცეცხლი გავუჩინე ამ შენობებს პატივი ეცით ბიჭებს

ფოთის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა რუხაია, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს და დროშების დაშვებას ითხოვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფოთელი ახალგაზრდა მებრძოლი, ნიკა გელენიძე, უკრაინაში დაიღუპა. გელენიძე სპეცდანაყოფ თბილისის წევრი იყო.

ლაშა რუხაია:

დროშები დაუშვით დროულად, სანამ ცეცხლი გავუჩინე ამ შენობებს
პატივი ეცით ბიჭებს

ყველა სახელმწიფო შენობას, ეს იქნება მერია, ეს იქნება საპატრულო თუ იუსტიციის სახლი, ყველგან სასწაფოდ დაეშვას დროშები, თუ არადა რასაც ვიზამ ყველა ნახავს.

კომენტარებში, ლაშა რუხაიას მოთხოვნას უერთდებიან მოქალაქეები და წერენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ გააკეთებს ამას, თავად გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..