ციფრული “ჰეშ ბანკის“ აქციონერებმა კაპიტალი ზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. აქციონერთა გადაწყვეტილებით, ბანკის 1 ჩვეულებრივი აქციის ღირებულება 245 ლარის ნაცვლად 400 ლარით განისაზღვრება, რაც კაპიტალის 32 224 500 ლარით ზრდას განაპირობებს.
კაპიტალის შესავსებად კი, აქციონერებს მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციის გაკეთება მოუწევთ. კერძოდ, უმსხვილესი აქციონერი ვოლოდიმირ ნოსოვი 16.1 მლნ ლარის შენატანს განახორციელებს,სულხან პაპაშვილის კონტრიბუცია 9.8 მლნ ლარი იქნება, ხოლო ლაშა პაპაშვილი ბანკში დამატებით 6.2 მლნ-ს დააბანდებს.
ამასთან, განისაზღვრა, რომ აქციონერებს კაპიტალის შეტანა შეუძლიათ ერთიანად, ან ნაწილ-ნაწილ, რათა დააკმაყოფილონ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ „ჰეშ ბანკი” ფლობს 207 900 ჩვეულებრივ და 2100 პრივილეგირებულ აქციას, რომელსაც ხმის უფლება არ აქვს. პრივილეგირებული აქციების მფლობელია ნანა ქებურია.
“ჰეშ ბანკი” ბაზარზე ოპერირებას როგორც ციფრული ბანკი ისე ახორციელებს.
წყარო: bm.ge
