14 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე კომპანიაში ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა, ამოიღო დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კუთვნილ ბიზნესცენტრში ჩატარდა.
თავად პაპაშვილი ჩატარებულ ჩხრეკას არ უარყოფს, თუმცა რადიო თავისუფლებას ეუბნება რომ ამ საკითხზე ინფორმაციის გასაცემად დრო სჭირდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი ადასტურებენ რომ საგამოძიებო მოქმედებები ნამდვილად ჩატარდა, თუმცა განმარტავენ, რომ კომპანიები, რომლითაც გამოძიება დაინტერესდა, მართალია პაპაშვილის კუთვნილ ბიზნესცენტრში არიან განთავსებულები და საოფისე ფართს მისგან ქირაობენ, თუმცა მასთან სხვა მხრივ დაკავშირებული არ არიან.
არც პაპაშვილი და არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ აკონკრეტებს იმ კომპანიების რაოდენობას და სახელებს, რომლითაც გამოძიება დაინტერესდა.
ტვ პირველის ცნობით, ფინანსური პოლიცია შესული იყო კომპანიებში: TIG, BOS SELF, MAGIC TRAVELS შევიდა.
“რედიქსის” ბიზნესცენტრი, სადაც საგამოძიებო სამსახური იყო შესული, თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის ქუჩის პირველ ნომერში მდებარეობს.
ფორუმი




