ლაშა მძინარაშვილის ჰოლივუდური აღიარება

მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდური წარმატებებით გვანებივრებს. ჯერ იყო და მსოფლიო კასკადიორთა ინდუსტრიის დაჯილდოების ცერემონიალზე Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა, ახლა კი ამ დაჯილდოების ჟიურის წევრია, თუმცა მგზავრობისა და იქ ცხოვრების თანხის მოძიებაშია:
“სამწუხაროდ, ისევ ამ პოსტის დაწერა მიწევს! დახმარება მჭირდება ფინანსურად.
წელს გავხდი ჰოლივუდში Taurus World Stunt Awards – კასკადიორების ოსკარის ჟიურის წევრი და ასევე მერგო პატივად გამოვაცხადო წლევანდელი გამარჯვებული, რომელიც Paramount Pictures Studio-ში 11 მაისს გაიმართება!
ვიქნები პირველი ქართველი, ვინც ამას ჰოლივუდში გააკეთებს და კიდევ ერთხელ ჩემს ქვეყანას , საქართველოს და ჩემს ხალხს მივუძღვნი.
დიდი ისტორიის დაწერა გამომივა, რომ მოვყვე აქამდე მისასვლელი გზა როგორი სიძნელის იყო და ახლაც როგორი ბრძოლით გავდივარ ყველა ნაბიჯს , ამიტომ არ ვწერ დეტალებს.მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ვასახელო ქვეყანა და გამოვიყენო შანსი ახალი გზების გასახსნელად, რომლითაც ისევ ვეცდები ჩემი ქვეყანა გავახარო. მესმის, რომ ზოგიერთი ვერ ხვდება, თუ რა წონის ამბავია ეს და ვინც კინოინდუსტრიაში ხართ ჩახედული, მიხვდებით ყველაფერს.
მესაჭიროება მხოლოდ მგზავრობის და ცხოვრების ხარჯების დაფარვა, რასაც ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ვერ ვუმკლავდები. თანხა შეადგენს დაახლოებით 7500 ლარს. ვისაც გექნებათ სურვილი, რომ დამიდგეთ გვერდით, ქვემოთ მივუთითებ საბანკო რეკვიზიტებს, მცირედიც კი მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ ამბავს!”
:
#GE62BG0000000533801267
თბს ბანკი:
#GE92TB7366745064300031
მიმღები : ლაშა მძინარაშვილი