ლაშა მძინარაშვილის საამაყო ვიდეო

მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდში საპატიო მისიით ჩავიდა – კასკადიორთა ინდუსტრიის დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის წევრად მიიწვიეს და წლევანდელი გამარჯვებულის გამოცხადების პატივიც მიანიჭეს.
ჰოლივუდში ვიზიტს ქართული ცეკვის გარეშე არ ჩაუვლია – ჩოხაში გამოწყობილმა ლაშამ ამერიკაში ნამდვილი ქართული სული დაატრიალა.