ლაშა გაბიტაშვილი: “წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა”

ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სა და ვიქტორ სანიკიძესთან დუბაიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გახდა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ჰყვება, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ შეუნარჩუნეს.
როგორც ის აღნიშნავს, მან მეუღლისგან ს მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ისუტიციის სამინისტროში შეიტანა განაცხადი, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამორთმეოდა, რაზეც უარი მიიღო.
“მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან ქორწინებით მივიღე. ამის შემდეგ იუსტიციის სახლს მივმართე, რომ ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა შეენარჩუნებინათ, მე მასზე უარი არ განმიცხადებია, მაგრამ მათ სამწუხაროდ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა.
ამას აუცილებლად გავასაჩივრებ და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ დამიბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოში აღარ დარჩნენ მოქალაქეები და ღირსეული ოჯახების შექმნა საქართველოში, ემიგრანტების დაბრუნება და ა.შ. ცრუ დაპირებებად დარჩეს.
ჩემი ორი შვილი საქართველოში დაიბადა და საქართველოში იზრდებიან. ჩემი მესამე შვილიც, რომელსაც ველოდებით, საქართველოში დაიბადება და არ ვაპირებთ, რომ “ქართული ოცნების” გამო დავთმოთ რამე”, – ჰყვება ლაშა გაბიტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს