ლაშა გაბიტაშვილი, სავარაუდოდ, აბუ-დაბის იზოლატორიდან გამოუშვეს

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც ივანიშვილის დეპუტატები, და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, აბუ-დაბის იზოლატორიდან გამოუშვეს.

ინფორმაცია თავდაპირველად, გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით, ჯგუფის დაიტოვე დამფუძნებელმა ნენსი ვოლანდმა გაავრცელა.

მოგვიანებით, რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გაბიტაშვილი თავისუფალია, ასევე უშვებენ სხვა პირებსაც, მათ შორის, სანიკიძეს და ზარქუას. ყველა მათგანი 14 იანვრიდან პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება”, იქამდე კი არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

ცნობისათვის, 13 იანვარს ს დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს