ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი: ბოლო დღე იზოლატორში ერთად გავატარეთ – მართალი გითხრათ, ციხეში დიდი დაპირისპირება არ ყოფილა

ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც აბუ – და­ბი­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, აცხა­დებს, რომ ქუ­ჩა­ში თავს ნიღ­ბი­ა­ნე­ბი და­ესხნენ.

გა­ბი­ტაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ “ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში ისა­უბ­რა. ამას­თან, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, აბუ-და­ბი­ში მომ­ხდა­რიც გა­იხ­სე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

  • მისი თქმით, სა­სა­მარ­თლომ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი მალე მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ მან უარი გა­ნა­ცხა­და პრე­ტენ­ზი­ის წა­ყე­ნე­ბა­ზე.

“მე სა­ჩი­ვა­რი არ გა­მო­მი­ტა­ნია, ისე წა­რი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო – უბ­რა­ლოდ პრე­ტენ­ზი­ის ნა­წილ­ში უარი ვთქვი, რომ გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი­ყო ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა ყვე­ლა­სი. როცა ისი­ნი ცდი­ლო­ბენ რომ ჩვენ, – “რა­დი­კა­ლე­ბის მხა­რე“, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ვდგა­ვართ, შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბად, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლე­ბად მოგ­ვიხ­სე­ნიო და სხვა ეპი­თე­ტე­ბი გვი­წო­დონ, მე გა­ვა­მარ­ტი­ვე მათ ცი­ხის და­ტო­ვე­ბა. გან­ვა­ცხა­დე, რომ “პრე­ტენ­ზია არ მაქვს.“

ვრცლად