ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. როგორც მისი ვიდეომიმართვიდან ირკვევა, მიზეზი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც ს მოქალაქე ცოლთან ქორწინების შემდეგ მიიღო.
ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებამ აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წევრებთან ინციდენტის შემდეგ გაიცნო. მას ვიქტორ სანიკიძე და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება, მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა იმის მიუხედავად, რომ საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მთელი ცხოვრებაა ვმოღვაწეობ – იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელონ მოქალაქეობა“, – აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
მისი თქმით, ის საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აპირებს:
„მე უარი არ განიმცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე, პირიქით, ვთქვი, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა“.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“.
2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ მიღებამ და გვიან შემოდგომით კი „ქართული ოცნების“ განაცხადმა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. მათი ნაწილი ამ პარტიის წარმომადგენლებს პირისპირ შეხვედრის დროს „მონას“ უწოდებდნენ.
ერთ-ერთი მათ შორის იყო ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აბუ-დაბიში მოგზაურობის დროს, 12 იანვარს შეხვდა და „მონა“ უწოდა. 13 იანვარს მას აბუ-დაბის სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ლაშა გაბიტაშვილს საცხობრებელთან იცნობი პირები, რომლებსაც სახეები შენიღბული ჰქონდათ, თავს დაესხნენ.
„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა მაშინ და ეს თავდასხმა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.

ამ დრომდე მედიისთვის არ არის ცნობილი, დააკავა თუ არა პოლიციამ ლაშა გაბიტაშვილზე თავდამსხმელები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს