ლაშა ბუღაძე: დღეს რაც მოხდა, სპორტზე მეტია – ფეხბურთელებმა გამარჯვების საერთო ეროვნული რწმენა დაგვიბრუნეს

“მარტი გამარჯვებების თვედ დაგვებედა: შარშან რუსული კანონი დავჯაბნეთ და ევროპისკენ მიმავალი გზა დავიცავით და დღეს კი ჩვენმა თავდადებულმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოგვიპოვეს ისტორიული ადგილი. დღეს რაც მოხდა, სპორტზე მეტია – ფეხბურთელებმა გამარჯვების საერთო ეროვნული რწმენა დაგვიბრუნეს, რაც ასე გვაკლია ხოლმე. მადლობა მათ ამისათვის!” – წერს მწერალი სოციალურ ქსელში.