ლაშა ბერულავა: სცენა იმისთვისაა, რომ თეატრს ემსახურო და პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოო, რომ გაიძახიან, იმათ ვინმემ ურჩიოს, გადახედონ რისკენ მოუწოდებდა სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილი

“სცენა იმისთვისაა, რომ თეატრს ემსახურო და პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოო, რომ გაიძახიან, იმათ ვინმემ ურჩიოს, გადახედონ, 1921 წლის 21 თებერვალს რისკენ მოუწოდებდა სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილი.
განსხვავება ისაა, რომ ახლა იარაღისკენ მოწოდება არ არის აქტუალური, რადგან უიარაღო ომია ის, რაც ახლა ხდება და რაშიც ვართ ჩაბმული:
“შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!”” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.