ლაშა ბერიძის ადვოკატი – ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს – მისი პოზიციაა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო, ვიდრე დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ლაშა ბერიძის სურვილია, მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთოს.
„მას ბრალდება ოფიციალურად გააცნეს. ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ მხოლოდ გაეცნო ბრალს, ის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. ლაშა ბერიძის პოზიციაა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო, ვიდრე დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში. სასამართლოში მოვა და რასაც საჭიროდ ჩათვლის იტყვის, თუკი, მოუნდება”,- განაცხადა ჩინჩალაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას