ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში კახა კალაძეს მადლობას უხდის ტვ პირველისთვის მიცემულ კომენტარზე და დასძინა, რომ არასდროს ისეთ რამეს, რომ “ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ”.
“კახა კალაძე, არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს, რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ. გამოძიება დადებს ვინ ისვრის და ვინ რითი დადის… მადლობა, ბატონო მერო, მხარდაჭერისთვის.
P.S იარაღი რაში უნდა დაგჭირდეს იმ ადამიანთან რომელსაც საკუთარი მამა რჩევად აძლევდა ხოლმე, რომ შვილო შენ ისეთი მშიშარა ხარ ჩხუბით არასოდეს იჩხუბებო და სჯობს სირბილი მაინც ისწავლოო, რომ გაექცე ხალხსო…” — წერს ლაშა ბასნაძე სოციალურ ქსელში.
რესტორან “ქვევრში” მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ბასლანძე მისი მეგობარია და “არ იცის” რა თემაა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სათვალთვალო კამერიდან თავდასხმის კადრები აჩვენა კალაძემ “თემის არ ცოდნის გამო” თავი შეიკავა კომენტარისგან.
“არ ვიცი ვინაა, ვინ მირბის, იცით ვინ არის? საერთოდ არ ვიცი. თემას არ ვიცნობ. როდესაც მე არ ვიცი საკითხი, იმაზე ვერ გავაკეთებ განმარტებას იმიტომ, რომ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ თქვენ და ჩვენი მაყურებელი. ამიტომ, როდესაც საკითხი არ ვიცი, თავს შევიკავებ რაიმე კომენტარისგან,” — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ქვევრში” გვიან ღამით, დაახლოებით 1 საათზე სროლა მოხდა. შალვა ტიბუას ადვოკატმა, თამარ აბესაძემ IPN-ს განუცხადა, რომ შელაპარაკება ფინანსურ უთანხმოებაზე მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, ტიბუას ბასლანძეზე “ქვევრი” იჯარით ჰქონდა გაცემული, რომლის ნაკისრ ვალდებულებებსაც ბრალდებული არ ასრულებდა. ბასლანძემ თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.
- რესტორან “ქვევრში” სროლა იყო — “ოცნებასთან” დაახლოებული ლაშა ბასლანძე რესტორნის მფლობელს თავს დაესხა
- “გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა რაღაც გაფორმებული იარაღით ჰაერში გაისროლა” — ლაშა ბასლანძე რესტორან “ქვევრში” სროლაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს — უწყებას ლაშა ბასლანძე ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.